სასკოლო სასწავლო გეგმა
2016-2017
სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები
თავი I. საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება
მუხლი 1. ზოგადი განათლების საფეხურები
1.
სრული ზოგადი
განათლება მოიცავს სამ საფეხურს:
ა) დაწყებითი - I-VI კლასები;
ბ) საბაზო - VII-IX კლასები;
გ) საშუალო - X-XII კლასები.
2.
დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.
3. სრული ზოგადი განათლების მიღება შესაძლებელია ზოგადი განათლების სამივე საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის
დონის დაძლევის შემთხვევაში.
მუხლი 2. ზოგადი განათლების საფეხურების ამოცანები
1.
დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია:
ა) შეუქმნას
მოსწავლეს პირობები
საკუთარი
შესაძლებლობების გამოსავლენად და
სწავლისათვის
საჭირო
უნარ-ჩვევების
გამოსამუშავებლად;
ბ) ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი
პოზიტიური
დამოკიდებულება
და
სამყაროს
შემეცნების
მიმართ
ინტერესი;
გ) შეუქმნას
მოსწავლეს პირობები და ჩამოუყალიბოს საფუძვლები
შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის
წარმატებით გასაგრძელებლად; იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და
დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება.
2.
სწავლის ხუთი წლის
ასაკიდან დაწყებასთან დაკავშირებით, პირველ კლასში:
ა) საგაკვეთილო პროცესში გამოყენებულ უნდა იქნას
განმავითარებელი, დიდაქტიკური თამაშები;
ბ) გაკვეთილის
დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ დრო უნდა დაეთმოს ფიზიკურ აქტივობებს (3-5 წთ);
გ) რეკომენდებულია
გაკვეთილი მიმდინარეობდეს აქტიური და პასიური
აქტივობების მონაცვლეობით (მაგ. საკითხავ დავალებას მოჰყვეს ხატვა ან როლური
თამაში);
დ) შესაძლებლობის ფარგლებში,
რეკომენდებულია, სასწავლო გარემო დაიყოს რამდენიმე
ნაწილად, რომელთაგან მინიმუმ ერთი დასვენებასა და თავისუფალ აქტივობას დაეთმობა.
3. საბაზო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:
ა) დაეხმაროს
მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში;
ბ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები იმ უნარ-ჩვევების გასავითარებლად,
რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთელი ცხოვრების განმავლობაში;
გ) შეუქმნას
მოსწავლეს წინაპირობა სწავლის
გასაგრძელებლად,
ან შრომით ბაზარზე სწორი არჩევანის გასაკეთებლად.
4. საშუალო საფეხურის ძირითადი ამოცანებია:
ა) შეუქმნას
მოსწავლეს პირობები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლების მისაღებად;
ბ) დაეხმაროს
მოსწავლეს მომავალი არჩევანის გასაკეთებლად (სწავლის გასაგრძელებლად და/ან შრომით საქმიანობაში
ჩასაბმელად);
გ) მისცეს მოსწავლეს
ხარისხიანი სრული ზოგადი განათლება.
დ)საბაზო და საშუალო საფეხურებზე, კერძოდ, IX კლასსა და XI ან XII კლასში ჩაატაროს
პროფესიული
ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები სსიპ
- საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის
სამსახურის პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტთან შეთანხმებით;
მუხლი 3. სასწავლო წლის კალენდარი
საჯარო სკოლაში
1. სასწავლო წელი იყოფა ორ სემესტრად. მას სემესტრებად ყოფს ზამთრის არდადეგები.
2. სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების თარიღები და არდადეგების
დრო და ხანგრძლივობა განისაზღვრება კანონმდებლობით.
3.
სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში
ექვსდღიანი სწავლებაც. კერძოდ, ექვსდღიანი სწავლება დასაშვებია, თუ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება
სასწავლო დღე/დღეები.
4. გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით. გამონაკლისს
წარმოადგენს პირველი კლასი, სადაც გაკვეთილის ხანგრძლივობა 35 წუთია. გაკვეთილების ხანგრძლივობასთან
დაკავშირებით შესაძლებელია დაშვებულ იქნეს გამონაკლისი ექსტრემალური პირობების დროს
(ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები და ა.შ), როდესაც სკოლამ, შესაძლოა, ხანმოკლე ვადით
შეცვალოს გაკვეთილების ხანგრძლივობა სასწავლო პროცესის დროის შემცირების მიზნით.
5. მესამე და მეოთხე გაკვეთილებს
შორის შესვენების ხანგრძლივობა განისაზღვრება 10 წუთით. დანარჩენი შესვენებების ხანგრძლივობა
განისაზღვრება 5 წუთით.
მუხლი 4. მოსწავლეთა რაოდენობა
საჯარო სკოლაში 14 სექტემბრის მონაცემებით სკოლაში 263 მოსწავლეა:
|
I
|
20
|
VII
|
26
|
|
II
|
26
|
VIII
|
25
|
|
III
|
19
|
IX
|
23
|
|
IV
|
24
|
X
|
21
|
|
V
|
15
|
XI
|
19
|
|
VI
|
22
|
XII
|
23
|
მუხლი 5. სკოლის საერთო კულტურა
1.
სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპების
დაცვას;
2.
სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს შემოქმედებითი და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას
სკოლის საზოგადოების წევრებისთვის;
3.
სკოლამ ხელი უნდა შეუწყოს და ორგანიზება გაუწიოს სპორტულ,
სახელოვნებო, საკლუბო აქტივობებსა და სასკოლო პროექტებს, რომლებშიც სხვადასხვა კლასის
მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლებიც იქნებიან ჩართულნი;
4.
ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებელი/გაუთვალისწინებელი
საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება:
”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის
მოთხოვნების გათვალისწინებით სკოლას შეუძლია, საკუთარი სურვილისა და
შესაძლებლობების ფარგლებში, შესთავაზოს მოსწავლეებს დამატებითი საგანმანათლებლო და
სააღმზრდელო მომსახურება. ასეთი სახის მომსახურება შესაძლებელია სკოლამ შესთავაზოს
მოსწავლეს, როგორც სკოლის ბიუჯეტის ფარგლებში დაფინანსებული, ასევე ფასიანი
მომსახურების სახით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი
დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება შეიძლება იყოს
მოსწავლისთვის შეთავაზებული ფაკულტატური ან სავალდებულო საგნის სახით. ამ მხრივ, სკოლის მოსწავლეთა საჭიროებების
გათვალისწინებით, 2015-2016 სასწავლო წელს სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს:
·
გახანგრძლივებული
I-V კლასებში გაკვეთილების შემდეგ 16:00 საათამადე.
·
ქორეოგრაფიული
ცეკვების შემსწავლელი სტუდია- I-XI კლასებში გაკვეთილების შემდეგ.
მუხლი 6. დამრიგებელი
1. საჯარო
სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი. დამრიგებელი უნდა იყოს სსიპ ქალაქ
გორის #11 საჯარო სკოლის პედაგოგი.
2.
დამრიგებლის
მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების
მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების
განვითარებაში; დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების
წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ
სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს
წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.
3.
დამრიგებლის მოვალეობებია:
ა) გააცნოს
მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი
უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო
სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
ბ) რეგულარულად
ჩაატაროს სადამრიგებლო საათი (დაწყებით და საბაზო საფეხურზე);
სადამრიგებლო საათის მიზანია, მოსწავლის კრიტიკული,
ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. სადამრიგებლო საათის
ფარგლებში დამრიგებელმა ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს შემდეგ მიმართულებებზე:
1) პიროვნული და მორალური განვითარება;
2) გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება;
3) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;
4) უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია;
5) მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება;
6) თვალსაწიერის გაფართოება.
გ) დამრიგებელმა დაწყებით კლასებში (I-IV კლასები) არანაკლებ კვირაში ერთხელ უნდა ჩაატაროს კითხვის საათი, რომელიც ორიენტირებული
იქნება წიგნიერების კომპეტენციის გაძლიერებაზე შემდეგი მეთოდებით:
1) კითხვის ტექნიკის გაძლიერებით;
2) წაკითხულის განხილვა-გააზრებით;
3) ანალიზის უნარის განვითარებით;
4) მსჯელობის უნარის განვითარებით;
5) პრეზენტაციის უნარის განვითარებით;
6) შემოქმედებითი უნარების განვითარებით და სხვ.
დ) დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
ე) იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემების
წარმოქმნის შემთხვევაში;
ვ) რეგულარულად
მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების
შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის
შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი;
ზ) საჭიროების შემთხვევაში,
შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას
მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
თ) V – XII კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე
დასწრებისა და ქცევის ანალიზიმასწავლებლებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე
და დაწეროს თითოეული მოსწავლის მოკლედახასიათება. დახასიათებაში აღწერილი უნდა
იყოს მოსწავლის ძლიერი მხარეები, მისი წარმატებებიროგორც აკადემიური, ასევე
სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მოსწავლის მონაწილეობაწრეებში, სპორტულ
შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში; დახასიათებაში ასევე გაანალიზებული
უნდა იყოს ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია (ან არსებითია) მოსწავლის
კოგნიტური(შემეცნებითი), ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის. ეს
ინფორმაცია ყოვეწლიურად უნდა მიეწოდოს მშობელს კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმით
(პირადი შეხვედრისას, ელექტრონული ფოსტის საშუალებით და სხვ.)
ი) მოსწავლის სხვა სკოლაში
გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური
მიღწევისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად.
4. დამრიგებლის მუშაობა
ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:
ა) სრულფასოვანი აღზრდა -
სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური
(შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;
ბ) მოსწავლის
შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების
ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების
შექმნა;
გ) მოსწავლეებში
პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება - დამრიგებელმა
მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ
აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს
წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა
გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები;
დ) თანამშრომლობის
პრინციპი – დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს
თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.
ე) საჯარო სკოლის
დამრიგებელმა მუშაობის პროცესში უნდა გამოიყენოს საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) და საჯარო სამართლის იურიდიული
პირების მიერ შემუშავებული და/ან რეკომენდებული შესაბამისი მეთოდური
სახელმძღვანელოები და გზამკვლევები.“
4.
დამრიგებლები:
|
კლასები
|
კლასის დამრიგებლები
|
|
I
|
მზია გვრიტიშვილი
|
|
II
|
ქეთევან ნახუცრიშვილი
|
|
III
|
ნინო ადუაშვილი
|
|
IV
|
ნანა ციცაგი
|
|
V
|
ნინო ვალიშვილი
|
|
VI
|
ირმა გაგლოევი
|
|
VII
|
ქეთევან კარელიძე
|
|
VIII
|
ლიანა ჟამურელი
|
|
IX
|
ეკატერინე კაპეიკინი
|
|
X
|
შოთა გორდაძე
|
|
XI
|
ლია მელთაური
|
|
XII
|
ელენე
ნადიბაძე
|
მუხლი 7. საგნობრივი კათედრები საჯარო სკოლაში
1.
სკოლაში შექმნილია საგნობრივი კათედრები
|
კათედრები
|
კათედრების ხელმძღვანელები
|
|
სახელმწიფო ენა (ქართული)
|
მედეა ჩადუნელი
|
|
უცხოური ენები
(ინგლისური, გერმანული, რუსული)
|
ნინო ხორგუაშვილი
|
|
მათემატიკა და ტექნოლოგიები
|
ქეთევან კარელიძე
|
|
საზოგადოებრივი მეცნიერებები
|
ეკატერინე კაპეიკინი
|
|
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
|
ნინო ვალიშვილი
|
|
ესთეტიკური აღზრდა და სპორტი
|
ქეთევან ქანაშვილი
|
|
დაწყებითი განათლება
|
ნანა ციცაგი
|
2.
კათედრების ფუნქციებია:
ა) საგნობრივი ჯგუფის
საგნის/საგნების სწავლების კოორდინირება;
ბ) კათედრის წევრთა შორის
გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების
გადაჭრის გზების ძიება;
გ) საგაკვეთილო
პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის
საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;
დ) სხვა კათედრებთან
კოორდინირებული მუშაობა (მაგ., ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო
თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);
ე) ზრუნვა მასწავლებლის
პროფესიული განვითარებისთვის;
ვ) რეკომენდაციების
შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან
დაკავშირებით.
ზ) შემაჯამებელი დავალებების ამსახველი დოკუმენტაციის,
მოსწავლეთა აკადემიური მიღწევებისა და გაცდენების ანალიზი.
3.
კათედრების მოწყობა:
ა) კათედრის თავმჯდომარეს
ირჩევს კათედრა ერთი სასწავლო წლის ვადით.
ბ) ერთი და იმავე პირის არჩევა კათედრის თავმჯდომარედ შესაძლებელია ზედიზედ სამჯერ..
4.
კათედრის თავმჯდომარის
ფუნქციებია:
ა) კათედრის
შეხვედრების ორგანიზება
(დღის წესრიგის მომზადება, ოქმებისა და
სხვა
დოკუმენტაციის წარმოება-შენახვა);
ბ) სკოლის მართვის ორგანოებისათვის კათედრის
შეხვედრების შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებათა მიწოდება (მაგ. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებისა
და სხვა სასწავლო მასალის არჩევის თაობაზე);
გ) პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობების
(კოლეგებთან შეხვედრების, ტრენინგების, კონფერენციების და სხვ.) ორგანიზება.
5.
კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ. კათედრა აუცილებლად უნდა შეიკრიბოს
სასწავლო წლის დაწყებამდე.
თავი II. საგანმანათლებლო
რესურსები
მუხლი 8. საგანმანათლებლო რესურსების მართვა:
1. სასწავლო პროცესში
აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება როგორც მასწავლებლებისათვის,
ასევე მოსწავლეებისათვის.
2. სკოლამ უნდა უზრუნველყოს
სკოლაში არსებული საგანმანათლებლო რესურსების (ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია
და სხვ.) ხელმისაწვდომობა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის.
3 სკოლამ უნდა შეიმუშაოს
და მოსწავლეებს გააცნოს სკოლაში არსებული სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსით სარგებლობის
წესები.
მუხლი 9. საგანმანათლებლო რესურსების ტიპები:
საგანმანათლებლო რესურსების
ტიპებია:
ა) გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოები;
ბ) დამხმარე ლიტერატურა;
გ) საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსები;
დ) სხვადასხვა სახის თვალსაჩინოები (რუკები, პლაკატები,
მოდელები და სხვ.);
ე) ბიბლიოთეკა, თეატრი, მუზეუმი, ისტორიული ძეგლები,
ბუნებრივი გარემო და სხვ.
მუხლი 10. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები:
1.
სასკოლო სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინი ჭების პროცესის ადმინისტრირებას
ახორციელებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
2.
სახელმძღვანელოებს ირჩევენ მასწავლებლები/კათედრები
(კათედრების არსებობის შემთხვევაში).
3. პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, კლასების/საფეხურებისა
და საგნების შესაბამისად ამტკიცებს ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეულ სახელმძღვანელოების ნუსხას.
4. შერჩეული გრიფმინიჭებული
სახელმძღვანელო კონკრეტულ სკოლაში მოქმედებს არჩევიდან მინიმუმ 6 წლის
განმავლობაში.
5. ექვსწლიანი ვადის
ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) ეროვნულ სასწავლო
გეგმაში განხორციელდება არსებითი ცვლილება, რომელიც სახელმძღვანე- ლოების შეცვლას მოითხოვს;
ბ) სახელმძღვანელოს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად ჩამოერთმევა
გრიფი.
6.
ამ მუხლის მეხუთე პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში
სკოლა ვალდებულია თავიდან შეარჩიოს შესაბამისი კლასის/საგნის სახელმძღვანელო, დადგენილი
წესის შესაბამისად.
7.
ერთი სკოლის ფარგლებში თითოეული კლასის ყველა პარალელში უნდა
ისწავლებოდეს ერთი და იმავე სახელმძღვანელოთი.
8.
სახელმძღვანელოს
შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნას სახელმძღვანელოების შეფასებები, რაც
სკოლებისთვის ხელმისაწვდომია ცენტრის მიერ მომზადებული ”გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების
კატალოგის” მეშვეობით. ”გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების კატალოგს” ცენტრი აქვეყნებს
მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
9.
სახელმძღვანელოს არჩევისას მასწავლებლებს შეუძლიათ გაეცნონ რესურსცენტრებში
განთავსებულსახელმძღვანელოების ეგზემპლარებს.
10.
სკოლამ არჩეული სახელმძღვანელოების სია უნდა გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას
სასწავლო წლის დაწყებამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე.
11.
მასწავლებელს უფლება აქვს, სწავლებისას მხოლოდ დამხმარე/დამატებითი მასალის
სახით, გამოიყენოს ნებისმიერი სასწავლო მასალა. ამასთან, საჯარო სკოლის მასწავლებელს/სკოლას
ეკრძალება, მოსთხოვოს მოსწავლეს არაგრიფირებული სახელმძღვანელოების/სხვა სასწავლო
მასალის შეძენა.
12.
სახელმძღვანელოების ჩამონათვალი თანდარულია (დანართი№1)
თავი III. სასკოლო საათობრივი ბადე
მუხლი 11.
სასკოლო საათობრივი ბადე
1. პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები
ა) სსიპ ქალაქ
გორის #11 საჯარო სკოლა ჩართულია პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამაში.
ბ) პროფესიული
ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი
ვალდებულია ჩაატაროს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის გაკვეთილები 8
გაკვეთილი – მე-9 კლასში ორივე სემესტრში, 4 გაკვეთილი – მე-11 კლასში
II სემესტრში.
გ) პროფესიული
ორიენტაცია გულისხმობს სისტემურ პროცესს, რომელიც საშუალებას აძლევს ინდივიდებს თვითცნობიერების
ამაღლებისა და გადაწყვეტილების უნარის განვითარებით შეძლონ გაიაზრონ საკუთარი შესაძლებლობები/პოტენციალი
სწავლისა და შემდგომი დასაქმების კუთხით. ასევე, პროფესიული ორიენტაცია გულისხმობს
მოსწავლის დეტალურ ინფორმირებას ამა თუ იმ პროფესიის/სპეციალობის შესახებ და კონსულტაციის
საფუძველზე მისი შესაძლებლობების/პიროვნული მახასიათებლებისა და შესაბამისობის დადგენას
ამა თუ იმ პროფესიასთან მიმართებაში. პროფორიენტაციის ამოცანებია:
●დაეხმაროს
მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობებისა და მიდრეკილებების გამოვლენასა და გააზრებაში;
●გააცნოს მოსწავლეს
პროფესიათა სამყარო, ცალკეული პროფესიის თავისებურებები და ის მოთხოვნები, რომელსაც
იგი უყენებს მომუშავეს;
●გააცნოს კონკრეტული
პროფესიით დასაქმების შესაძლებლობები;
●დასაბუთებული
რეკომენდაციის საშუალებით დაეხმაროს მოსწავლეს პროფესიის სწორად არჩევაში.
2.
2015- 2016 სასწავლო წლის საათობრივი
ბადე თანდართულია (დანართი №2)
3.
საათების განაწილება
თანდარულია (დანართი№3)
4.
გაკვეთილების განრიგი თანდართულია (დანართი №4)
5.
შემაჯამებელი დავალებების ჩატარების თარიღები (დანართი #5)
თავი IV. მოსწავლის შეფასების სისტემა
მუხლი
12. მოსწავლის შეფასების მიზანი, პრინციპები და
მიდგომები
1.
მოსწავლის
შეფასების მიზანია სწავლა-სწავლების ხარისხის მართვა, რაც გულისხმობს სწავლის ხარისხის
გაუმჯობესებაზე ზრუნვასა და კონტროლს.
2.
მოსწავლის
აკადემიური მიღწევის შეფასება უნდა იყოს ხშირი და მრავალმხრივი; მან
ხელი უნდა შეუწყოს: მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მათი
შესაძლებლობების გამოვლენას, სხვადასხვა პოტენციალის მქონე მოსწავლეთათვის თანაბარი პირობების
შექმნას.
3. მოსწავლე უნდა შეფასდეს სხვადასხვა ფორმებით (ესსე, პროექტის მომზადება,
ზეპირი გამოსვლა, ექსპერიმენტის ჩატარება, ცდის ჩატარება, წარმოდგენა, წერითი, ფერწერული
ან სხვა ტიპის ნამუშევარი, არგუმენტირებული მსჯელობა და სხვ.);
4.
მოსწავლემ წინასწარ უნდა
იცოდეს, რა კრიტერიუმებით ფასდება მისი სასწავლო აქტივობა.
მუხლი 13. განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება
1.
სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
2.
განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, ადგენს მოსწავლის
მიღწევის დონეს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებთან მიმართებაში. განმსაზღვრელ
შეფასებაში იწერება ქულა.
3.
განმავითარებელი შეფასება აკონტროლებს თითოეული მოსწავლის განვითარების
დინამიკას და ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასებისას
გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების
ფურცელი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემა და სხვ.
4. განმავითარებელი და
განმსაზღვრელი შეფასებების აღწერილობა
|
|
განმავითარებელი
|
განმსაზღვრელი
|
|
მიზანი
|
სწავლის ხარისხის გაუმჯობესება;
მოსწავლის განვითარების
ხელშეწყობა
|
სწავლის ხარისხის გაკონტროლება;
მოსწავლის მიღწევის
დონის დადგენა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ
მიზნებთან მიმართებაში;
აკადემიური მოსწრების დონის განსაზღვრა
|
|
შეფასების საგანი
|
სწავლის პროცესი
|
სწავლის შედეგი
|
|
შეფასების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება
|
წინსვლის ხელშესაწყობად
განსხვავებული აქტივობის შერჩევა, სწავლების სტრატეგიის შეცვლა, რჩევა-დარიგების
მიცემა და სხვ.
|
მომდევნო ეტაპზე (კლასში/საფეხურზე) დაშვება/არდაშვება
|
|
წარმარტების კრიტერიუმების განსაზღვრა
|
კონკრეტული მოსწავლის წინსვლის საფუძველზე (საკუთარ მიღწევებთან მიმართებით - რა დონეს ფლობდა, რა დონეს ფლობს)
|
იმის საფუძველზე, თუ რამდენად მიაღწია სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს (ყველასათვის საერთო, სტანდარტით დადგენილ ნორმასთან მიმართებაში)
|
|
შეფასების საშუალებები
|
თვით/ურთიერთშეფასების რუბრიკა;
კითხვარი;
სიტყვიერი (ზეპირი/წერილობითი) კომენტარი;
უნარის განვითარების დონის აღწერა.
|
ქულა
|
მუხლი 14. აკადემიური მიღწევის
დონეები და შეფასების სისტემა
1.
მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ფასდება ათქულიანი სისტემით ხუთი დონის
მიხედვით.
2.
I-IV კლასებში მოსწავლე არ ფასდება ქულებით. ამ კლასებში სემესტრის ბოლოსა
და წლის ბოლოს კლასის დამრიგებელმა, საკუთარი და სხვა მასწავლებლებისაგან მიღებული
ინფორმაციის საფუძველზე, უნდა დაწეროს მოკლე, შემაჯამებელი წერილობითი შეფასება, რომელშიც
დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება მოსწავლეს
გავარჯიშება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.
3.
V-XII
კლასებში მოსწავლე ფასდება ათქულიანი სისტემით.
5.
მოსწავლე ფასდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ
როგორც სავალდებულო, ასევე არჩევით საგნებში.
6.
V-XII კლასებში საგანში ”სპორტი” მოსწავლე ფასდება ჩათვლის
სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.
7.
XI კლასში
საგანში „საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება“ მოსწავლე ყოველ სემესტრში ფასდება
ჩათვლის სისტემით: ჩაეთვლა/არ ჩაეთვალა.
8.
დამატებითი სავალდებულო საგნების შეფასება არ იანგარიშება
წლიური ქულის გამოთვლისას.
9.
მოსწავლე ”აბიტურის საათის” ფარგლებში შესაძლებელია შეფასდეს განმავითარებელი შეფასებით.
მუხლი 15. საგნის სემესტრული ქულის შემადგენელი კომპონენტები
1.
სემესტრის მანძილზე მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი სამი კომპონენტის
მიხედვით:
ა)
საშინაო დავალება;
ბ)
საკლასო დავალება;
გ) შემაჯამებელი დავალება.
2. შეფასების სამივე კომპონენტს
ერთნაირი წონა აქვს.
3.
საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტებში გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი, ასევე
განმავითარებელი შეფასება.
4.
შემაჯამებელი დავალების კომპონენტში აუცილებელია განმსაზღვრელი შეფასების
გამოყენება.
5.
თითოეული საგნისათვის სემესტრის განმავლობაში ჩასატარებელი შემაჯამებელი
დავალებების განსაზღვრული სავალდებულო მინიმალურ
რაოდენობის შეფასებისას:
ა) სტანდარტის მოთხოვნათა
დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია შემაჯამებელი დავალების
მრავალგვარი ფორმის გამოყენება (თხზულება, მოხსენება, რეფერატი, პროექტი, საველე-გასვლითი
სამუშაო, ლაბორატორიული კვლევა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუში და სხვ.);
ბ) მოსწავლე ვალდებულია
შეასრულოს კლასში ჩატარებული ყველა შემაჯამებელი დავალება (ეროვნული სასწავლო
გეგმით დადგენილი სავალდებულო მინიმუმი და სკოლის მიერ დამატებით დადგენილი, ამ
უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში);
გ) თუ მოსწავლე არ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ სამუშაოს გაცდენის გამო, შესაბამისი საგნის
მასწავლებელი ვალდებულია, მისცეს მას გაცდენილი შემაჯამებელი
დავალებების აღდგენის საშუალება;
დ) პირველი შემაჯამებელი დავალება უნდა ჩატარდეს
სწავლის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ, ხოლო ბოლო შემაჯამებელი დავლება - ორი კვირით ადრე სწავლის დამთავრებამდე;
ე) თითოეული
მასწავლებელი ვალდებულია, შეაგოვოს და შეინახოს მის მიერ კლასში ჩატარებული
შემჯამებელი დავალებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აღნიშნულ დოკუმენტაციაში
წარმოდგენილი უნდა იყოს: სტანდარტის ის შედეგი/შედეგები, რომლის შეფასებასაც
ემსახურებოდა კონკრეტული შემაჯამებელი დავალება; კრიტერიუმები, რომლითაც შეფასდა
ეს დავალებები; მოსწავლეების მიერ შესრულებული და მასწავლებლის მიერ შეფასებული
სამუშაოს რამდენიმე ნიმუში ან შესრულებული სამუშაოს ამსახველი ვიზუალური მასალა;
თითოეული კლასის მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები.
მუხლი 16. განმსაზღვრელი შეფასების ქულათა სახეობები
ზოგადსაგანმანათლებლო
სისტემაში გამოიყენება განმსაზღვრელი შეფასების შემდეგი სახეობები:
ა) საგნის მიმდინარე
და შემაჯამებელი ქულები – საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი კომპონენტის ქულები, რომლებსაც მოსწავლე იღებს სემესტრის განმავლობაში;
ბ) საგნის სემესტრული ქულა – საგანში მიღებული შეფასება თითოეულ სემესტრში (სემესტრული
გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, გამოითვლება მისი გათვალისწინებით);
გ) საგნის წლიური ქულა – სემესტრული ქულებიდან გამომდინარე შეფასება საგანში;
დ) საფეხურის საერთო ქულა – ზოგადი განათლების რომელიმე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო,
საშუალო) საერთო შეფასება.
მუხლი 17. ქულების გამოანგარიშების წესი
1. საგნის სემესტრული ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში სამივე კომპონენტში (საშინაო, საკლასო და შემაჯამებელი)
მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულების რაოდენობაზე;
ბ) მიღებული ქულა უნდა დამრგვალდეს მთელის სიზუსტით (მაგ., 6.15 მრგვალდება 6-მდე, 7.49 მრგვალდება 7-მდე, 8.5 მრგვალდება 9-მდე);
გ) იმ შემთხვევაში,
თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ქულის
გამოსაანგარიშებლად სამივე კომპონენტში მიღებული ქულების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ქულებისა და შეუსრულებელი
შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე;
დ) თუ მოსწავლეს, სკოლიდან
სკოლაში სემეტრის მიმდინარეობისას გადასვლის გამო, მოუხდება განსხვავებული
საგნების სწავლა და მანამდე ნასწავლ საგანში მიღებული აქვს ამ გეგმის მე-15 მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასება, რომლის საშუალო არითმეტიკული არის 5.0
ან მეტი, ეს ქულა დაუფიქსირდება ნასწავლი საგნის სემესტრულ/წლიურ ქულად (თუ საგნის
სწავლება მეორე სემესტრში არ გრძელდება). ამასთან, მიმღები სკოლა ვალდებულია
შეაფასოს მოსწავლე ახალ საგანში, თუ ეს ესწრება სემესტრის დასრულებამდე;
ე) მოსწავლის მიერ
სემესტრის დასრულების შემდეგ სკოლიდან სკოლაში გადასვლის გამო, მიმღებ სკოლაში
განსხვავებული საგნის სწავლის შემთხვევაში, განსხვავებული საგნების სემესტრული
ქულები აღირიცხება, როგორც ორი დამოუკიდებელი საგნის წლიური ქულა. (მაგ. თუ
მოსწავლე პირველ სემესტრში უცხოურ ენად სწავლობდა ფრანგულს, მეორე სემესტრში კი
ფრანგულის ნაცვლად - გერმანულს, მაშინ ფრანგული ენის სემესტრული ქულა გადადის
ფრანგული ენის წლიურ ქულად, ხოლო გერმანული ენის სემესტრული ქულა - გერმანული ენის
წლიურ ქულად).
2.
საგნის წლიური ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) საგნის წლიური ქულის
გამოსაანგარიშებლად საგნის სემესტრული ქულების ჯამი უნდა
გაიყოს ორზე;
ბ) საგნის წლიური ქულა მრგვალდება მთელის სიზუსტით (მაგ., 7.25 მრგვალდება 7-მდე, 4.49 მრგვალდება
4-მდე, 9.5 მრგვალდება 10-მდე);
3.
საფეხურის საერთო
ქულის გამოანგარიშების წესი:
ა) საფეხურის ქულის გამოთვლისას ჯამდება საფეხურის მანძილზე ნასწავლი ყველა საგნის
წლიური ქულა და ჯამი იყოფა ქულების საერთო რაოდენობაზე;
ბ) საფეხურის
საერთო ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგ., 6.43 მრგვალდება 6.4-მდე, 7.58 მრგვალდება
7.6-მდე).
მუხლი 18. კლასისა და საფეხურის დაძლევა
1. კლასი დაძლეულად ჩაითვლება,
თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.0 ან მეტი
და მოსწავლეს მიღებული აქვს ჩათვლა მე-14 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით
განსაზღვრულ საგნებში, რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას.
2. დაწყებითი საფეხური
დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ)
არის 5.0 ან მეტი და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დაძლეული აქვს V-VI
კლასები, რაც აძლევს მას საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
3. საბაზო საფეხური
დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ)
არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს საბაზო
საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს მას საბაზო განათლების ატესტატის
აღების ან/და საშუალო საფეხურზე გადასვლის უფლებას.
4. საშუალო საფეხური
დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის საერთო ქულა (დამრგვალების შემდეგ)
არის 5.0 ან მეტი და ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაძლეული აქვს
საშუალო საფეხურში შემავალი ყველა კლასი, რაც აძლევს მას სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე
გასვლის უფლებას.
მუხლი 19. გაცდენები
1. მოსწავლეთა გაცდენები
აღირიცხება მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალში, მათ შორის,
აბიტურის საათის და ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გაცდენები.
გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე
პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი.
2. თუ საბაზო-საშუალო
საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის
წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ
ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.
3. სკოლა ვალდებულია შინ
სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს ის მოსწავლეები, რომლებსაც სჭირდებათ მკურნალობა
ერთ თვეზე მეტი ვადით და აღნიშნული ცნობილი ხდება სკოლისათვის სამედიცინო
დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეზე, შინ
სწავლებაზე გადასვლის მომენტიდან, არ გავრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული მოთხოვნა.
4. იმ მოსწავლეებისთვის,
რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო სასპორტო და სახელოვნებო ღონისძიებებში,
აგრეთვე საერთაშორისო და ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში, სკოლის გაცდენის
შემთხვევაში მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე,
სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული მოთხოვნების კონკრეტული მოსწავლის მიმართ გაუვრცელებლობის
თაობაზე.
მუხლი 20. გამოცდის
ტიპები
1. სკოლაში ჩატარდება
შემდეგი ტიპის გამოცდები:
ა) სემესტრული გამოცდა;
ბ) საშემოდგომო გამოცდა;
გ) ექსტერნატის გამოცდა;
დ) სკოლის გამოსაშვები
გამოცდა.
2. სემესტრული გამოცდა ინიშნება:
ა) იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე თვლის, რომ მას უფრო
მაღალი შეფასება ეკუთვნის, მოსწავლის მშობელი წერილობით მიმართავს სკოლის
დირექტორს. დირექტორი განიხილავს საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის
სემესტრულ გამოცდაზე დაშვება-არდაშვების შესახებ. ასეთი მოსწავლის გამოცდაზე
დაშვების შემთხვევაში, გამოცდაზე გასული მოსწავლის საგნის სემესტრული ქულა
გამოითვლება შემდეგი წესით: გამოცდის ქულა ემატება საგნის სემესტრულ ქულას და ჯამი იყოფა ორზე;
გ) სემესტრული გამოცდა ინიშნება სემესტრის დასრულებიდან
არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში.
3. საშემოდგომო გამოცდა ინიშნება:
ა) იმ შემთხვევაში თუ მოსწავლის საგნის წლიური ქულა არის 5-ზე ნაკლები;
ბ) საშემოდგომო გამოცდამდე საგნის მასწავლებელი გაუწევს
კონსულტაციებს მოსწავლეებს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მათ ვერ გადალახეს დადგენილი ბარიერი;
გ) მინიმალური ბარიერი, რომლის გადალახვაც მოეთხოვება
მოსწავლეს იმისათვის, რომ საგანი დაძლეულად
ჩაეთვალოს არის 5,0 (დამრგვალების შემდეგ);
დ) მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას იღებს
საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე (ანუ საშემოდგომო გამოცდის ნიშანი ხდება საგნის
წლიური ნიშანი);
ე) იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე არ გამოცხადდება
გამოცდაზე ან ვერ მიიღებს შეფასებას, იგი დარჩება კლასში;
ვ) საშემოდგომო გამოცდები ჩატარდება მიმდინარე სასწავლო
წლის 15 ივლისამდე;
4. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების
მიღების წესი
და პირობები განისაზღვრება კანონმდებლობით.
ა) ექსტერნატის გამოცდას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც
ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების პროგრამებს ძირითადად დამოუკიდებლად
ძლევენ და ექსტერნის გამოცდას აბარებენ შესაბამისი განათლების დასადასტურებლად,
რაც მათ შემდეგ კლასში/საფეხურზე სწავლის გაგრძელების ან საბაზო/საშუალო
განათლების ატესტატის მიღების საშუალებას მისცემს, აბარებენ აგრეთვე ის
მოსწავლეები, რომლებზედაც ვრცელდება მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი.
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის
- სრული ზოგადი განათლების ატესტატის მისაღებად მოსწავლემ სკოლის გამოსაშვებ
გამოცდებზე უნდა მიიღოს დადებითი შეფასება;
5. სკოლის გამოსაშვები გამოცდის ჩატარების ვადები, წესსი
და პირობები განისაზღვრება
კანონმდებლობით;
6. სკოლის გამოსაშვებ
გამოცდაზე გასვლის უფლების მოსაპოვებლად მოსწავლეს დაძლეული უნდა ჰქონდეს საშუალო
საფეხური.
მუხლი 21. ზოგადი განათლების
სხვადასხვა საფეხურების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტები
ზოგადი განათლების
სხვადასხვა საფეხურების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ტიპები და მათი გაცემის წესი განისაზღვრება კანონმდებლობით.
მუხლი 22. მოსწავლის აკადემიური
მიღწევის აღიარება
1. შეფასების მაღალი დონე
(ქულები 9-დან 10-ის ჩათვლით) გულისხმობს სასწავლო წლის ან საფეხურის წარჩინებით
დამთავრებას. წარჩინებული მოსწავლეების წახალისების წესს, სურვილისამებრ,
განსაზღვრავს სკოლა სასკოლო სასწავლო გეგმით.
2. მოსწავლე, რომლის
საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 10 დამრგვალების გარეშე და მიიღებს დადებით
შეფასებას სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს
მედალოსნის ატესტატს.
3. მოსწავლე, რომლის
საშუალო საფეხურის საერთო ქულა არის 9.8 ან მეტი და მიიღებს დადებით შეფასებას
სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე, იღებს სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის
ატესტატს
თავი V. დისციპლინა, მოსწავლეთა დასწრება და დასწრების აღრიცხვა
მუხლი 23. მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვა
1.
სკოლაში მოქმედებს სკოლის შინაგანაწესი და ქცევის კოდექსი, რომელსაც იცნობს
ყველა მოსწავლე.
2.
მოსწავლეების დასწრების რეგულარული აღრიცხვა, მისი ანალიზი და პრობლემებზე
რეაგირება სკოლის დირექციის პასუხისმგებლობაა.
3.
დამრიგებელი ვალდებულია, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდოს
დასწრების წესების შესახებ ზუსტი ინფორმაცია, რასაც ზედამხედველობას უწევს სკოლის დირექტორი.
4.
დამრიგებლის წარდგინების საფუძველზე სკოლის დირექტორი ვალდებულია წერილობითი ფორმით დროულად შეატყობინოს მოსწავლის
მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მოსწავლის მიერ გაკვეთილის/გაკვეთილების გაცდენის
ფაქტისა და მისგან გამომდინარე მოსალოდნელი შედეგების
შესახებ.
5.
მოსწავლეთა გაცდენები აღირიცხება ჟურნალში. გაკვეთილებზე მოსწავლეთა დასწრების ყოველდღიური აღრიცხვის წარმოებაზე
პასუხისმგებელია საგნის მასწავლებელი.
თავი VI. ინკლუზიური განათლება
მუხლი 24. ინკლუზიური განათლება
ინკლუზიური განათლება გულიხმობს სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლის ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში თანატოლებთან
ერთად.
მუხლი 24. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე
1.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა მოსწავლე (შემდგომში -
სსსმ მოსწავლე), რომელსაც, თანატოლების უმრავლესობასთან შედარებით, აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს და საჭიროებს სპეციალურ საგანმანათლებლო მომსახურებას. კერძოდ, ეროვნული
სასწავლო გეგმის მოდიფიცირებას ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას.
2.
სსსმ მოსწავლე შეიძლება იყოს მოსწავლე, რომელსაც აქვს:
ა)
ფიზიკური დარღვევა;
ბ)
ინტელექტუალური დარღვევა;
გ)
სენსორული დარღვევა (სმენის და/ან
მხედველობის);
დ)მეტყველების
დარღვევა;
ე)
ქცევითი და ემოციური დარღვევა;
ვ)
გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება;
ზ) სირთულეებით სოციალური ფაქტორების გამო და ამ
მიზეზით ვერ სძლევს ეროვნულ
სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
მუხლი 24. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
სსსმ მოსწავლეებთან მათი საჭიროებებიდან გამომდინარე მასწავლებლები
მუშაობენ სპეციალურად შედგენილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით ეროვნული
სასწავლო გეგმის შესაბამისად.
შემუშავებულია სკოლის
დირექციის მიერ 03.09.2015
შეთანხმებული სამეურვეო
საბჭოს მიერ (სხდომის ოქმი #6; 06.09.2016)
დამტკიცებულია პედსაბჭოს
სხდომაზე (სხდომის ოქმი #1; 07.09.2016)
სკოლის დირექტორი: /თ. სამსონაშვილი/
Комментариев нет:
Отправить комментарий