სკოლის შინაგანაწესი

სსიპ  ქალაქ გორის #11 საჯარო სკოლი
შინაგანაწესი
თავი 1. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. მოქმედების სფერო
1სსიპ ქალაქ გორის #11 საჯარო სკოლის მის: გორი; კეცხოველის ქ .#74 (შემდგომში – ,,სკოლა”) შინაგანაწესი (შემდგომში – ,,შინაგანაწესი”)  შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“  მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია სკოლისათვის, რომელიც ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას.
2. შინაგანაწესი ვრცელდება სკოლის მასწავლებლებზე, თანამშრომლებზე, მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებზე და სავალდებულოა შესასრულებლად.
3. შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში სკოლის მასწავლებლების და თანამშრომლების (შემდგომში - დასაქმებული) მიმართ გამოიყენება საქართველოს შრომის კოდექსითა და ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
4. შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და  დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების  განუყოფელ ნაწილს.
5. სკოლასა და დასაქმებულებს შორის შრომით ურთიერთობაში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასისკანის ფერისენისეთნიკური და სოციალური კუთვნილებისეროვნებისწარმოშობისქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისსაცხოვრებელი ადგილისასაკისსქესისსექსუალური ორიენტაციისშეზღუდული შესაძლებლობებისრელიგიური ან რაიმე გაერთიანებისადმი კუთვნილებისოჯახური მდგომარეობისპოლიტიკური და სხვა შეხედულებების გამო.
6. შინაგანაწესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.  
7. შინაგანაწესით განისაზღვრება:
ა) სამუშაო და დასვენების დრო;
ბ) სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები და ფარგლები;
გ) შრომითი ურთიერთობის წარმოშობა;
დ) შრომითი ურთიერთობის პირობები;
ე) სამსახურეობრივი მივლინება
ვ) შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი
ზ)  შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა/ საბოლოო ანგარიშსწორება;
თ) წახალისების  ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა;
ი) სკოლაში ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობები;
კ) მოსწავლის პირადი გასინჯვა;
ლ) სიცოცხლისჯანმრთელობისშრომის  პირობების დაცვასთან  დაკავშირებული  ზოგადი ინსტრუქციები.
მ) განცხადების/საჩივრის განხილვა;
ნ) დასკვნითი დებულებანი;
მუხლი 2.  შინაგანაწესის მიზანი:
შინაგანაწესის მიზანია:
ა) სკოლის საქმიანობისათვის ხელშეწყობა სკოლის მისიის შესრულება, სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა და ჩამოყალიბება;;
ბ) სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანამდევი ურთიერთობის მოწესრიგება და კონტროლი;
გ) სკოლაში დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
დ) სასწავლო-სამუშაო დროის  რეგულირება და რაციონალური გამოყენება;
ე) სკოლაში სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის მოსწავლეთა ქცევის წესების მოწესრიგება და კონტროლი;

                                                          თავი 2. სამუშაო და დასვენების დრო
მუხლი 3. სამუშაო და დასვენების დრო
1.                   სამუშაო დრო წარმოადგენს კალენდარული დროის ნაწილს, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ვალდებულია განახორციელოს თავისი სამსახურებრივი უფლება - მოვალეობანი.
2.                   სკოლაში სასწავლო წლის, არდადეგების დაწყების და დამთავრების დრო განისაზღვრება  ,,საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის N84/  ბრძანების შესაბამისად.
3.                   ბრძანებით სკოლაში დადგენილია კვირაში  5 დღიანი სასწავლო პროცესი.
4.       საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში 6 დღიანი სწავლებაც. კერძოდ, 6 დღიანი სწავლება დასაშვებია:
ა) თუ სკოლას აქვს ყოველდღიური საათობრივი  ბადის განტვირთვის სურვილი. ამ დროს  სასწავლო გეგმით განსაზღვრული კვირეული საათები უნდა გადანაწილდეს 6 დღეზე;
ბ) თუ სკოლას გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო გაუცდა სასწავლო დღე/დღეები.
თუ ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ.
5. სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება 09:00 საათზე, გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნას   ექსტრემალური პირობების დროს (ყინვა, განსაკუთრებული სიცხეები, ფორმაჟორული სიტუაცია და ა.შ.) როდესაც სკოლამ  შესაძლოა ხანმოკლე ვადით შეცვალოს გაკვეთილებისა და დასვენებების ხანგრძლივობა სასწავლო დროის შემცირების მიზნით.  გაკვეთილების და გაკვეთილებს შორის შესვენებების ხანგრძლივობა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით.
6. სკოლის დასაქმებულები ვალდებულნი არიან სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) სკოლაში გამოცხადდენ არაუგვიანეს 8:45 საათისა, მათთვის სამუშაო კვირის ხანგრძლივობა განისაზღვრება 40 სამუშაო საათით, რომელშიც არ შედის შესვენების და დასვენების დრო. ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით სკოლის თანამშრომლის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა  აღემატება კვირაში 40 საათს.
7. სკოლის მასწავლებელი ვალდებულია გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე გამოცხადდეს სკოლაში. პედაგოგის სკოლაში ყოფნის დრო განისაზღვრება მათთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად.
8. დასაქმებულთა სამუშაო კვირა განისაზღვრება 5 სამუშაო დღით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შაბათ-კვირა და საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე  დღეები არის დასვენების დღეები.
9. ცვლაში მუშაობა და ერთი ცვლიდან მეორეში გადასვლა განისაზღვრება ცვლიანობის განრიგითრომელსაც ამტკიცებს დამსაქმებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით
10. სკოლის ყველა მასწავლებელი, მიუხედავად მათი დატვირთვისა, ვალდებულია სკოლაში იყოს ყოველ პარასკევს 12:00 საათიდან 15:00 საათამდე და მიაწოდოს ინფორმაცია სკოლაში მოსულ მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს მათი შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ.
11. სკოლის შენობაში მოქალაქის შესვლა ნებისმიერ საკითხზე, (გარდა დირექციის მიერ დაბარებული მშობლებისა)  დასაშვებია 12:00 საათიდან 14:00 საათამდე.
12. სკოლაში კატეგორიულად იკრძლება მოსწავლის გაკვეთილებიდან გათავისუფლება. მოსწავლის გაკვეთილებიდან გათავისუფლება შესაძლებელია სკოლის დირექციის თანხმობის შემთხვევაში, რაც დაუყონებლივ უნდა ეცნობოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს.
13. სასკოლო დროის ფარგლებში  სკოლა პასუხს აგებს მოსწავლის უსაფრთხოებაზე.

                                თავი 3.  სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები და ფარგლები
მუხლი 4. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები;
1.    სასწავლო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს სკოლის დირექტორი. დაწყებითი საფეხურის მონიტორინგის ჯგუფი და საბაზო–საშუალო საფეხურის მონიტორინგის ჯგუფი. მონიტორინგის ჯგუფებს კოორდინირებას უწევს სკოლის დირექტორის მოადგილე. ის ანგარიშვალდებულია სკოლის დირექტორთან.
2.    სკოლა იყენებს სასწავლო პროცესის მონიტორინგის  შემდეგ ფორმებს:
ა) მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება  სხვადასხვა სახის ტესტებით;
ბ) ღია/სამოდელო გაკვეთილების ორგანიზება, შედეგების კათედრის სხდომაზე განხილვა. სკოლაში მიმდინარე სააღმზრდელო-სასწავლო პროცესის და   დირექციისა და მასწავლებელთა მუშაობის გამჭირვალობის მიზნით, შესაძლებელია, მშობლისა და დირექციის თანხმობის შემთხვევაში მშობლის ჩართვა სააღმზრდელო-სასწავლო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე;
) დირექტორს უფლება აქვს, მასწავლებელთან შეთანხმებით მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში დართოს ნება საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობისა (დაასწროს მშობლები გაკვეთილებს).
                                     
თავი 4. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა
მუხლი 5. წინასახელშეკრულებო ურთიერთობა
1. შრომითი ურთიერთობის გაფორმებამდე კანდიდატი ვალდებულია სკოლაში წარადგინოს;
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ფოტოსურათი  ¾ დაბეჭდილი და ციფრული ფორმით;
გ) განცხადება სამსახურში მიღების შესახებ;
დ) ავტობიოგრაფია/ CV;
ე)  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/ ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
 ვ) კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ზ) პირადობის მოწმობის ასლი;
თ) სერთიფიცირებული პედაგოგების შემთხვევაში შესაბამისი სერთიფიკატის ასლი;  
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, სკოლა უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში კანდიდატისაგან მოითხოვოს სხვა დოკუმენტების წარდგენა, შეამოწმოს მათი სისწორე ან მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება შრომითი ურთიერთობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
მუხლი 6. სკოლაში პედაგოგის/თანამშრომლის მიღება
1.            განცხადებების გავრცელება სკოლის ვაკანტური ადგილის შესახებ ხდება ელექტრონული და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით (სკოლის ვებ-გვერდი,  გაზეთი, ვებ-გვერდები სამსახურის მაძიებელთათვის).
2.                   კანდიდატების პირველადი შერჩევა ხდება გასაუბრების საშუალებით. მოწმდება პედაგოგიური, დიდაქტიკური და საგნობრივი კომპეტენცია.
3.                   სამუშაოდ მიღებულ ყველა დასაქმებულთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. სკოლაში მიღებულ დასაქმებულზე იხსნება პირადი საქმე, რომელშიც განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად ინახება დანიშვნის, გადაყვანის, წახალისების, დისციპლინური სახდელებისა და განთავისუფლების შესახებ ბრძანების ასლები, სამოტივაციო წერილიავტობიოგრაფიაპირადობისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებისსერტიფიკატების ასლებისამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
                                                                                           
თავი 5. შრომითი ურთიერთობის პირობები
მუხლი 7.  სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება და გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი
1.   წინასწარ ცნობილი მიზეზით,  სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია წინასწარ  (წინა დღეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სამუშაოს დაწყებამდე მინიმუმ 1 (ერთი) საათით ადრე) გააფრთხილოს სკოლის დირექცია გამოუცხადებლობის შესახებ, სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობისა და მიზეზების მითითებით.
2.     გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო სამსახურში გამოუცხადებლობის ან სამუშაო დროის განმავლობაში სამსახურის დატოვების  შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს სკოლის დირექციას გამოუცხადებლობის მიზეზი (ჯანმრთელობისა და ოჯახური პირობების გამო სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, საპატიოდ ჩაეთვალოს სემესტრში გაცდენილი 1 სამუშაო დღე  მაქსიმუმ 4 საგაკვეთილო საათი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, საპატიოდ ჩაეთვალოს გაცდენილი 3 სამუშაო დღე). 
3. არასაპატიო მიზეზით სკოლაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დასაქმებულს ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება.
4. სკოლა უზრუნველყოფს დასაქმებულთა სკოლაში გამოცხადების, წასვლის და გაცდენის კონტროლს. დაგვიანებისა და გაცდენის ყოველი შემთხვევა უნდა ეცნობოს სკოლის დირექტორს, ხოლო დასაქმებული ვალდებულია სკოლის დირექტორს წარუდგინოს შესაბამისი ახსნა-განმარტება.
                                              
თავი 6  უფლებები და მოვალეობები
მუხლი 8.  უფლებები და მოვალეობები
1, სკოლის დირექცია
1. სსიპ  ქალაქ გორის მე-11 საჯარო სკოლის დირექციის უფლებამოსილებები და ფუნქციები განისაზღვრება ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 41-ე მუხლისა და საჯარო სკოლის წესდების მ-6 მუხლის შესაბამისად.
2. სკოლის დირექტორი
1. სსიპ  ქალაქ გორის მე-11 საჯარო სკოლის დირექტორის არჩევის წესი, ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე, 43-ე და 44-ე მუხლებისა და საჯარო სკოლის წესდების მე-7 მუხლის შესაბამისად.
2. მოქმედი კანონმდებლობის ტიპური  დებულების და სკოლის წესდების შესაბამისად განაგებს სკოლის ქონებასა და ფინანსებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე.
3. დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის შემთხვევაში უფლებამოსილია პედაგოგიურ და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით დანიშნოს პრემიები და გაუწიოს ფინანსური დახმარება სოციალურად შეჭირვებულ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს.
4. პასუხისმგებელია სახელმწიფო შესყიდვებზე.
5. მუდმივად ზრუნავს და ატარებს შესაბამის ღონისძიებებს სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის რაციონალიზაციისა და მასწავლებელთა პროფესიული გადამზადებისათვის.
6. პასუხისმგებელია პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებაზე სკოლაში, მასწავლებელთა და მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
7. უფლებამოსილია სამეურვეო და პედაგოგიური საბჭოს თანხმობით საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8. მასწავლებელთა და ადმინისტრაცია/ტექპერსონალის საშტატო განრიგს განსაზღვრავს სკოლის დირექტორი.
9. პედაგოგის და დირექციის წევრის სამუშაოზე მიღება კონკურსის შედეგების საფუძველზე ხდება დირექტორის ბრძანებით. თანამშრომელთან დირექტორი დებს ვადიან ხელშეკრულებას. ხელშეკრულების დადება და შესრულება უზრუნველყოფილია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის ,,ვ” პუნქტის შესაბამისად.
10. თანამშრომელთა სკოლიდან გათავისუფლების საკითხს, არსებული კანონმდებლობისა და შინაგანაწესის ფარგლებში წყვეტს დირექტორი, რისთვისაც გამოსცემს სათანადო ბრძანებას.
11. იცავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს #80/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სკოლის დირექტორის ეთიკის კოდექსი“
3. პედაგოგიური საბჭო
1. სსიპ  ქალაქ გორის მე-11 საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭოს უფლებამოსილებები და ფუნქციები განისაზღვრება ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე, 46-ე მუხლებისა და საჯარო სკოლის წესდების მე-8 მუხლის შესაბამისად.
2. პედაგოგიური საბჭო იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ.
3. პედსაბჭოს სხდომაზე დასწრება სავალდებულოა მისი წევრებისათვის. სხდომის გაცდენა არასაპატიო მიზეზით ითვლება შრომითი დისციპლინის დარღვევად.
4. მოსწავლეთა თვითმმართველობა
1. სსიპ  ქალაქ გორის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციები განისაზღვრება ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე, 48-ე მუხლებისა და საჯარო სკოლის წესდების მე-10 მუხლის შესაბამისად.
2. მოსწავლეთა თვითმმართველობა უზრუნველყოფს სკოლის ყველა მოსწავლისათვის სკოლის შინაგანაწესისა და მოსწავლეთა კოდექსის გაცნობას.                                                                                     
5. დირექტორის მოადგილის მოვალეობები
1. დირექტორის მოადგილე უშუალოდ ემორჩილება სკოლის დირექტორს.
2. დირექტორის მოადგილეს ემორჩილებიან მასწავლებლები და კლასის დამრიგებლები.
3. დირექტორის მოადგილე ვალდებულია:
ა) შეასრულოს დირექტორის მოვალეობები მისი არყოფნის პერიოდში;
ბ) შეადგინოს გაკვეთილების ცხრილი და სასწავლო რეჟიმი;
გ) სპეციალურ ჟურნალში აღრიცხოს მასწავლებელთა გაცდენა-დაგვიანებები და მოითხოვოს ახსნა-განმარტებები;
დ) გადააჯგუფოს გაკვეთილების ცხრილი რომელიმე მასწავლებლის არყოფნის შემთხვევაში, რათა სასწავლო პროცესი ნორმალურად გაგრძელდეს;
ე) დააწესოს კონტროლი საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებაზე;
ვ) ხელი შეუწყოს ახალი მეთოდებისა და მიდგომების პრეზენტაციას;
ზ) წარმართოს და კოორდინაცია გაუკეთოს აღმზრდელობით მუშაობასა და  ღონისძიებებს სკოლის მასშტაბით;
თ) მონაწილეობა მიიღოს ტარიფიკაციის შედგენაში;
ი) სკოლასთან შეთანხმებით შეადგინოს და განახორციელოს მორიგეობის გრაფიკი;
კ) დირექტორს წარუდგინოს ჩატარებული სამუშაოს ანგარიში;
ლ)  მონიტორინგის გაწევა დამრიგებელთა მიერ მოსწავლეთა გაკვეთილებზე დასწრების აღრიცხვაზე.
მ) მონიტორინგი გაუწიოს სკოლის ჟურნალის, კლასის დამრიგებლებისა და კათედრის თავმჯდომარეების პორტფოლიოს სწორად წარმოებას.
6. ბუღალტრის მოვალეობები
1. ბუღალტერი უშუალოდ ემორჩილება სკოლის დირექტორს.
2. ბუღალტერი ვალდებულია:
ა) შეადგინოს ტარიფიკაცია, ხარჯთაღრიცხვები და ბალანსი;
ბ) დადგენილი ვადების შესაბამისად  გამოწეროს უწყისები და გასცეს ხელფასები;
გ) აწარმოოს საბანკო ანგარიშები;
დ) მოამზადოს და დირექტორს წარუდგინოს მეორე მხარესთან დასადები ხელშეკრულებები;
ე) ზუსტად აღრიცხოს არასაბიუჯეტო შემოსავლები და მათი ხარჯვითი ნაწილი;
ვ) უზრუნველყოს საბუღალტრო დოკუმენტაციის გამჭვირვალობა;
ზ) დირექტორთან ერთად შეიმუშავოს სკოლის საფინანსო პროგრამები და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამეურვეო საბჭოს;
თ) სრულ წესრიგში იქონიოს საბუღალტრო დოკუმენტაცია;
ი) განახორციელოს და აიღოს პასუხისმგებლობა სახელმწიფო შესყიდვები.
7.  მასწავლებელთა უფლება-მოვალეობანი
1. მასწავლებელი უშუალოდ ვალდებული დირექტორის წინაშე სწავლა-აღზრდის ხარისხზე და ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე.
2. მასწავლებელს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება;
ბ) მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საჯაროა ან ითხოვს სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში ცვლილებების გატარებას;
გ) ისარგებლოს საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავ-მოძრავი ქონებით საკუთარი პროფესიული მოვალეობის აღსასრულებლად შინაგანაწესით განსაზღვრული ფორმით;
დ) გამოიყენოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები.
3. მასწავლებელი ვალდებულია:
ა) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
ბ) გამოცხადდეს სკოლაში გაკვეთილის დაწყებამდე 10 წუთით ადრე და მოამზადოს საკლასო ოთახი მეცადინეობის დასაწყებად;
გ) რაციონალურად გამოიყენოს გაკვეთილის ყოველი წუთი;
დ) იმყოფებოდეს სკოლაში საგაკვეთილო ცხრილის შესაბამისად და დირექციის მიერ განსაზღვრულ საათებში;
ე) გაკვეთილის დაწყებისთანავე აღრიცხოს მოსწავლეთა დასწრება და კლასის დამრიგებელს მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლეთა გაცდენის შესახებ;
ვ) დისციპლინის დამრღვევი მოსწავლე არ გააძევოს გაკვეთილიდან ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე;
ზ) გაკვეთილზე დაგვიანებული მოსწავლის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია კლასის დამრიგებელს;
თ) იყოს უკონფლიქტო მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში;
ი) არ დატოვოს ღია მდგომარეობაში საკლასო ოთახი, თუ იქ დარჩნენ მოსწავლეები  პედაგოგის მეთვალყურეობის გარეშე;
კ) დასვენებებზე საკლასო ოთახის გარდა, თვალ-ყური ადევნოს წესრიგს დერეფნის მიმდებარე ნაწილში;
ლ) იმორიგეოს მისთვის წინასწარ ცნობილ დღეებში მითითებულ პერიმეტრზე.
მ)  მასწავლებლის მიერ (იგივე საგნის) გაკვეთილის გაცდენის შემთხვევაში ჩაატაროს გაკვეთილი და მიიღოს ანაზღაურება, თუ იგი გაკვეთილს აცდენს არასაპატიო მიზეზით.
ნ)  ყოველდღიურად აწარმოოს ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს სკოლის ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის არასწორი წარმოება, მისი დაკარგვა/გაფუჭება  წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველს.
ო) დაიცვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 ივლისის  #57/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსი“
პ) დაიცვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება №36/ნ-ის მოთხოვნები.
ჟ) სამსახურეობრივ საკითხებთან დაკავშირებით სარგებლობდეს კორპორატიული ელექტრონული მისამართით (ტელეფონის ნომრით)
4. სკოლის თითოეული საგნობრივი კათედრა და მისი თავმჯდომარე ვალდებულია:
ა) დაიცვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება №36/ნ-ის მე-7 მუხლის მოთხოვნები;
ბ) პასუხისმგებელი კათედრის თავმჯდომარის პორტფოლიოს წარმოებაზე;
გ) დაიცვას კათედრის თავმჯდომარის პორტფოლიოს წარმოებისათვის რეკომენდაციები.
8.  ინდივიდუალური მეცადინეობები
1. სკოლა მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს მოსწავლეს, რომელსაც გარკვეული პრობლემები აქვს სწავლაში. ამ მიზნით უნდა ტარდებოდეს ინდივიდუალური მეცადინეობები (რისთვისაც მასწავლებელი დამატებით არ აიღებს შრომის ანაზღაურებას). სკოლა და მასწავლებელი უნდა ეცადოს, ნებისმიერი მიდრეკილების, შესაძლებლობის, თუ ინტერესის მქონე მოსწავლე მაქსიმალურად ჩართოს სასწავლო პროცესში.
 9. კლასის დამრიგებლის უფლებები და მოვალეობები
1. კლასის დამრიგებელი უშუალოდ პასუხისმგებელია დირექტორის წინაშე.
2. კლასის დამრიგებელს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება;
ბ) მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საჯაროა ან ითხოვს სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში  ცვლილებების გატარებას;
გ) ისარგებლოს საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავ-მოძრავი ქონებით საკუთარი პროფესიული მოვალეობის აღსასრულებლად შინაგანაწესით განსაზღვრული ფორმით;
დ) გამოიყენოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები;
ე) სკოლაში დაიბაროს მშობელი, გაუგზავნოს მოწვევა ან დაუკავშირდეს ტელეფონით;
ვ) ისარგებლოს მასწავლებლის ყველა უფლებით.
3. კლასის დამრიგებელი ვალდებულია:
ა) სკოლაში გამოცხადდეს 10 წუთით ადრე და დარჩეს  სადამრიგებლო კლასის გაკვეთილების დამთავრებამდე;
ბ) ყოველდღიურად ჩაატაროს აღმზრდელობითი მუშაობა;
გ) თვალ-ყური ადევნოს მოსწავლეთა ყოფაქცევას, დასწრებასა და წარმატებებს;
დ) ჩაატაროს ღონისძიებები ყოფაქცევის წესების შესრულებისათვის;
ე) არაუგვიანეს ორი დღისა აცნობოს მშობელს მოსწავლის მიერ გაკვეთილზე არგამოცხადების ან დაგვიანების შესახებ;
ვ) გაეცნოს თითოეული მოსწავლის საყოფაცხოვრებო პირობებს;
ზ) ორგანიზაცია გაუკეთოს სკოლაში მშობელთა მორიგეობას სასკოლო გრაფიკის შესაბამისად;
თ) თვეში ორჯერ ჩაატაროს კლასის საათი;
ი) აკონტროლოს საკლასო არსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობის საკითხი;
კ) მოსწავლეებისაგან შექმნას ისეთი მეგობრული გუნდი, რომელსაც სკოლის დამთავრების შემდეგ ექნება მოწაფეობის ნოსტალგია და კვლავ ერთად ყოფნის სურვილი.
ლ) დაიცვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება №36/ნ-ის მე-6 მუხლის მოთხოვნები;
მ) მონიტორინგი გაუწიოს საკლასო ჟურნალის წარმოების სისწორეს;
ნ) პასუხისმგებელია კლასის დამრიგებლის პორტფოლიოს წარმოებაზე;
ო) დაიცვას კლასის დამრიგებლის პორტფოლიოს წარმოებისათვის რეკომენდაციები;
პ) პასუხისმგებელია მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოებაზე.
10. მოსწავლეთა უფლება-მოვალეობანი
1. მოსწავლეებს უფლება აქვთ:
ა) მიიღონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტით განსაზღვრული განათლება;
ბ) შექმნან კანონით დაშვებული ინტერესთა კლუბები;
გ) თავისუფლად გამოთქვან აზრი;
დ) მოითხოვონ ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია;
ე) ისარგებლონ საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავ-მოძრავი ქონებით განათლების მიღების მიზნით სკოლის შინაგანაწესით განსაზღვრული ფორმით.
2. მოსწავლე ვალდებულია:
ა) შეასრულოს და დაიცვას სკოლის შინაგანაწესითა და მოსწავლეთა ქცევის კოდექსით დადგენილი წესები;
ბ) გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, პირად სასწავლო ნივთებს, დაიცვას უსაფრთხოების წესები;
გ) იყვეს დისციპლინირებული, ბეჯითი;
დ) პატივისცემით მოექცეს თანაკლასელებსა და მასწავლებლებს.
ე) დაიცვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 30 აგვისტოს  #79/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მოსწავლის ქცევის კოდექსი“. 
ვ) დაიცვას გორის #11 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2010 წლის 01 დეკემბრის #14 ოქმით დამტკიცებული „მოსწავლეთა ქცევის კოდექსი“ (დანართი #1).
11. მშობელთა უფლება-მოვალეობანი
1. მშობელს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ინფორმაცია მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციისაგან სასწავლებლის ფუნქციონირების ნებისმიერ საკითხზე;
ბ) მოითხოვოს ნებისმიერი საკითხის განხილვა მშობელთა კრებაზე, პედსაბჭოსა და სამეურვეო საბჭოს ნებისმიერ სხდომებზე.
გ) მიიღოს აქტიური მონაწილეობა სკოლის მართვაში, სამეურვეო საბჭოსა და მშობელთა სათათბიროს არჩევნებში. წარმატების შემთხვევაში არჩეულ იქნას სკოლის მაკონტროლებელ თუ სათათბირო ორგანოში.
2. მშობელი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს თავისი შვილი სასწავლო ნივთებითა და სახელმძღვანელოებით;
ბ) არ დაუშვას არასაპატიო მიზეზით შვილის გაკვეთილზე გამოუცხადებლობა ან დაგვიანება, სასკოლო ნივთების გარეშე სკოლაში მისვლა, არასასკოლო ნივთების სკოლაში მიტანა.
გ) პირველი მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს სკოლაში;
დ) აანაზღაუროს მატერიალური ზარალი, რომელიც მისმა შვილმა მიაყენა სკოლას;
ე) ითანამშრომლოს სკოლის ადმინისტრაციასა და მასწავლებლებთან და დაიცვას სკოლის შინაგანაწესი და ეთიკის ნორმები.
12. ტექნიკური პერსონალის უფლება-მოვალეობანი
1. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი  ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს სკოლის შენობისა და ქონების დაცვა;
ბ) უზრუნველყოს სკოლის შენობასა და მის შემოგარენში სანიმუშო სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
გ) უზრუნველყოს წყალსადენ-კანალიზაციის გამართული მუშაობა;
დ) უზრუნველყოს სკოლა სანიტარულ-ჰიგიენური დანიშნულების ინვენტარით და საშუალებებით (სკოლის ბიუჯეტიდან) და შეაკეთოს დგამ-ავეჯი;
ე) გააკონტროლოს დამლაგებლისა და დარაჯის მუშაობა.
2. ბიბლიოთეკარი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ბიბლიოთეკის რეგულარული მუშაობა;
ბ) დაეხმაროს მოსწავლეებს წიგნების შერჩევაში;
გ) დირექტორის ხელშეწყობით იზრუნოს ბიბლიოთეკის წიგნებით შევსებაზე;
დ) აღრიცხოს წიგნები;
ე) აღადგინოს დაზიანებული წიგნები მოსწავლეთა დახმარებით;
ვ) პასუხისმგებელია დირექტორის წინაშე წიგნადი ფონდის დაცვაზე.
ზ) წარმართოს აღმზრდელობითი მუშაობა სკოლის მასშტაბით;
 თ) უზრუნველყოს არქივის დაცვა.
3. საქმისმწარმოებელი ვალდებულია:
ა) განახორციელოს საქმის წარმოება, სტატისტიკური ანგარიშგება და მასწავლებელთა პირადი საქმეები;
ბ) დახმარება აღმოუჩინოს კლასის ხელმძღვანელებს მოსწავლეთა პირადი საქმეების მოწესრიგებაში;
გ) ზუსტად აღრიცხოს მოსწავლეთა მოძრაობა (სხვა სკოლაში გადასვლა ან სხვა სკოლიდან გადმოსვლა)
ე) აწარმოოს შემოსული, გასული და შიდა დოკუმენტების აღრიცხვა EFLOW პროგრამაში და  საჭიროებისამებრ უზრუნველყოს ამ დოკუმენტაციის შემდეგი რეაგირება.
ვ) უზრუნველყოს საკანცელარიო დოკუმენტაციის დაცვა.
ზ) თვალყური ადევნოს და უზრუნველყოს გაკვეთილების დაწყებისა და დამთავრების დრო.
4. IT-მენეჯერი ვალდებულია:
ა) გაუწიოს კოორდინაცია სკოლას ისტ-ის გეგმის განვითარებასა და განხორციელებაში;
ბ) უზრუნველყოს სკოლის ისტ-ის ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა (პროგრამული უზრუნველყოფა, ქსელი);
გ) გაუწიოს კოორდინაცია ისტ-ის სასწავლო გეგმებში ინტეგრირებას და ისტ-ზე დაფუძნებულ სასწავლო პროექტების განხორციელებას;
დ) კოორდინაცია გაუწიოს სკოლის ინფორმაციული სისტემის განვითარებას (ვებ-გვერდი, მოსწავლეებისა და მასწავლებლების მონაცემთა ბაზები, დოკუმენტების მართვის სისტემა);
ე) უზრუნველყოს სკოლის მიერ ისტ-ის რესურსების ეფექტურად გამოყენება;
ვ) გაუწიოს დახმარება მასწავლებლებსა და მოსწავლეებს კომპიუტერთან მუშაობისას;
ზ) შეასრულოს დირექტორის ან სხვა თანამშრომლის დავალებები, რომლებიც ეხება სკოლას და სკოლის ინტერესებს და არ სცილდება საოფისე საქმიანობის ფარგლებს.
თ) უხელმძღვანელოს მასწავლებელთა და მოსწავლეთა მონაწილეობით მოწყობილ იმ ღონისძიებათა განხორცილებას, რომელთა მიზანია სააღმზრდელო პროცესის დახვეწა და სკოლის იმიჯის ამაღლება;
ი)  კოორდინაცია გაუკეთოს კლასებში ჩასატარებელ აღმზრდელობით ღონისძიებებს;
ლ) გაუწიოს ზედამხედველობა მასწავლებელთა მორიგეობას სასწავლო პროცესის დროს.
5. სპეციალური პედაგოგი:
ა) კლასის მასწავლებელთან (კლასის დარიგებელი; საგნის/საგნობრივი ჯგუფის; დაწყებითი საფეხურის; სასპორტო და სახელოვნებო საგნების მასწავლებელი) ერთად, მონაწილეობს სსსმ მოსწავლისთვის სასწავლო და/ან საგაკვეთილო მიზნებისა და ამოცანების დადგენაში, გაკვეთილის დაგეგმვაში, სასწავლო გარემოსა და მასალის მოდიფიცირებასა და მომზადებაში;
ბ) საჭიროების შემთხვევაში სპეციალური მასწავლებელი, საგნის მასწავლებელთან ერთად, მონაწილეობს სწავლების პროცესში და, ძირითადად, ასრულებს საგნის მასწავლებლის დამხმარის ფუნქციას. კერძოდ, მხარდაჭერას უწევს სსსმ მოსწავლეს საკლასო დავალების გაგების, შესრულებისა და სხვა საკლასო აქტივობებში მონაწილეობის პროცესში;
გ)  აწარმოებს კლასში დაკვირვებას სსსმ მოსწავლის აკადემიურ წარმატებებზე, სსსმ მოსწავლესა და კლასის დანარჩენ ბავშვებს შორის ურთიერთობებზე, მის ჩართულობაზე საკლასო აქტივობებში და, საჭიროების შემთხვევაში, რჩევებს ძლევს საგნის მასწავლებელს.
დ) რესურსოთახში დამატებით, ინდივიდუალურად მუშაობს სსსმ მოსწავლესთან/ებთან და/ან მოსწავლეთა მცირე ჯგუფთან. რესურსოთახში დამატებითი მუშაობა ხორციელდება იმისთვის, რომ მოსწავლემ უკეთ აითვისოს საგაკვეთილო საგნები და/ან გაუმჯობესდეს მოსწავლის შემეცნებითი, ქცევითი, სოციალური, ფუნქციური და სხვა უნარები.
ე) რესურსოთახი სპეციალურმა მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს მასწავლებლებთან, მშობლებთან და სხვა სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრებისთვის.
ვ) სპეციალური მასწავლებელი მჭიდროდ თანამშრომლობს საგნის მასწავლებელთან/ებთან შემდეგი მიმართულებით:
-აცნობს საგნის მასწავლებელს თითოეული სსსმ ბავშვის შესაძლებლობებსა და საგანმანათლებლო საჭიროებებს;
-ეხმარება საგნის მასწავლებელს/ებს ყოველი სსსმ მოსწავლისთვის კონკრეტულ საგნის სასწავლო მიზნებისა და ამოცანების იდენტიფიცირებასა და საგაკვეთილო პროცესის წინასწარ დაგეგმვაში;
-საჭიროების შემთხევაში, ამზადებს გაკვეთილისთვის საჭირო მასალას;
-საგნის მასწავლებელთან ერთად მონაწილეობს სწავლების პროცესში და, ძირითადად, ასრულებს საგნის მასწავლებლის დამხმარის ფუნქციას. კერძოდ, საჭიროების შემთხვევაში, მხარდაჭერას უწევს თითოეულ მოსწავლეს საკლასო დავალების გაგების, შესრულებისა და სხვა საკლასო აქტივობებშიმონაწილეობის პროცესში;
ზ)  სპეციალური მასწავლებელი დამატებით მუშაობს მოსწავლეთა სოციალური, ქცევითი უნარების დახვეწასა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაზე.
თ)  კოორდინაციას უწევს არაფორმალურ სასკოლო აქტივობებში სსსმ მოსწავლეთა მონაწილეობას, სხვა მოსწავლეებთან ერთად.
6. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური ვალდებულია:
ა) განახორციელოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების და მისი მიმდებარე ტერიტორიის კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ან/და მის მიდებარე ტერიტორიაზე მომხდარი და გამოვლენილი სამართალდარღვევების აღკვეთა შესაბამისი სამრათალდამცავი ორგანოების ინფორმირება (როგორიცაა: ცივი იარაღის ტარება, ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა-მოხმარება, ჯანმრთელობის დაზიანება, თამბაქოს რეალიზაციის წესის დარღვევა, წვრილმანი ხულიგნობა და სხვა ისეთი ქმედებები, რომელიც ხელყოფს საზოგადოებრივ წესრიგს და ხელს უშლის სასწავლო პროცესის მიმდონარეობას);
გ) უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამეურვეო საბჭოს, პედაგოგიური საბჭოს, დირექციის, მასწავლებლის თხოვნით სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობა, მათთან ინდოვიდუალური გასაუბრება, მათ ქცევაზე დაკვირვება;
დ) უზრუნველყოს მოსწავლეებისათვის სამოქალაქო თავდაცვასთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან, ადმინისტრაციულ სამართლადდარღვევებთან და სისხლის სამართლის დანაშაულებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მოწოდება;
ე) უზრუნველყოს მოსწავლეთა მშობლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირის ინფორმირება სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა ქცევის შესახებ;
ვ) უზრუნველყოს საგანგებო სიტუაციებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და სხვა) მოსწავლეთა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მომუშავე და იქ მყოფი სხვა პირების დაცვა და მთი ევაკუაციისათვის ხელის შეწყობა;
ზ) უზრუნველყოს დაპირისპირებულ მოსწავლეებს შორის მედიატორის როლის შესრულება, კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენა და კონფლიქტის მოგვარება;
თ) მიიღოს მონაწილეობა სოციალური ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრებში;
ი) დამუოუკიდებლად ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციასთან ერთად უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე წესრიგისა და დისციპლინის დაცვა;
ლ) უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევის შესაებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შედგენა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წარდგენა;
მ) შექმნას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოვლენილი დარღვევების ელექტრონული ბაზა;
ნ) დისციპლინური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენისა და ამოღების მიზნით უზრუნველყოს პირადი გასინჯვის ჩატარება.“
6. დამლაგებელი ვალდებულია:
ა) ყოველდღიურად დაალაგოს და დაასუფთაოს მასზე გაპიროვნებული ფართობი;
ბ) უზრუნველყოს სისუფთავე საპირფარეშოებში ყოველდღიურად და დაასუფთავოს სადეზინფექციო საშუალებებით კვირაში არანაკლებ ერთხელ.
გ) თვალ-ყური ადევნოს სკოლის ქონების დაცვას;
დ) დაასუფთავოს სკოლის ეზო და შიდა ტერიტორია.
7. დარაჯი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს  წესრიგი სკოლის მთელ პერიმეტრზე 24 საათის განმავლობაში;
ბ) დაიცვას სკოლის შენობა და ტერიტორია დაზიანება-განადგურებისა და ქურდობისაგან;
გ) უზრუნველყოს დისციპლინა სკოლის შემოსასვლელში;
8. სკოლის ყველა თანამშრომელი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება;
ბ) მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საჯაროა ან ითხოვს სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში ცვლილებების გატარებას;
გ) ისარგებლოს საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავ-მოძრავი ქონებით საკუთარი პროფესიული მოვალეობის აღსასრულებლად შინაგანაწესით განსაზღვრული ფორმით;
ე) გამოიყენოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებები.
9. სკოლის ყველა თანამშრომელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს დირექტორის მითითებები;
ბ) იმუშაოს პატიოსნად და კეთილსინდისიერად;
გ) აკრძალოს სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება;
დ) დაიცვას შინაგანაწესითა და ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები;
ე) მთელი სამუშაო დრო გამოიყენოს დაკავებული თანამდებობის მიხედვით;
ვ) გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას;
ზ) დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესები.
მუხლი 9.  დასაქმებულთა  ჩაცმულობის წესი:
1.                   რეკომენდირებულია დასაქმებული  იმოსებოდეს კლასიკურად.
2.                   დასაქმებული უნდა იმოსებოდეს სადადელეგანტურად და გემოვნებითდაუშვებელია შეუფერებელიგამომწვევივულგარულიავანგარდული ან/და ექსცენტრული ჩაცმულობა.
3.                   დაუშვებელია იმგვარი სამოსლის ტარებარომელზეც წერია შეურაცხმყოფელი გამონათქვამიგამოსახულია ვულგარული სურათი ან/და კარიკატურა.
4.                   როგორც ქალიისე კაცი დასაქმებულისათვის აკრძალულია მოკლე შარვლის ტარება.
5.                   დასაქმებული უნდა გამოიყურებოდეს სოლიდურად და მუდმივად უნდა იყოს მოწესრიგებული.
მუხლი 10. შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი, წესი და პირობები
1. სკოლის დასაქმებულებზე შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. ყოველი კალენდარული თვის 30 რიცხვამდე. ანაზღაურების გაცემა მოხდება თანამშრომლის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
2. ყველა სახის ანაზღაურება გაიცემა ეროვნულ ვალუტაში.

თავი 7. სამსახურეობრივი მივლინება. 
მუხლი 11. მივლინების ადმინისტრირების წესი და სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება
1.       სამსახურებრივ მივლინებად ითვლება სამუშაოს ინტერესებიდან გამომდინარე სკოლის დირექტორის  ბრძანების საფუძველზე დასაქმებულის გამგზავრება სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ.
2.       დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მივლინებაში გაგზავნა არ მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლადთუ მივლინების პერიოდი არ აღემატება წელიწადში 45 კალენდარულ დღეს.
3.       დამსაქმებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გადამეტების შემთხვევა მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად.
4.       მივლინებიდან დაბრუნებულმა თანამშრომელმა 3 დღეში უნდა წარმოადგინოს მივლინებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთები.

თავი 8.  შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი
მუხლი 12. ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი
1.                   მასწავლებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს  ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში არანაკლებ 40 სამუშაო დღის ვადით. სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს უფლება აქვ ისარგებლო ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.
2.                   დასაქმებულის შვებულებაში წასვლის უფლება წარმოიშობა მუშაობის  11 თვის შემდეგ. სკოლის დირექტორთან შეთანხმებით დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც.
3.                   დასაქმებული შვებულებით სარგებლობის მოთხოვნით სკოლის დირექტორს მიმართვს წერილობითი განცხადებით. შვებულება ფორმდება სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
4.                   დასაქმებული ვალდებულია შვებულების დასრულებისთანავე დაბრუნდეს სამუშაო ადგილს.
5.                    ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დროს დროებითი შრომისუუნარობის დაწყების შემთხვევაში, დროებით შრომისუუნარობის გამო ანაზღაურება გაიცემა დროებით შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე. ამ შემთხვევაში შვებულების დღეები გადაიწევს საავადმყოფო ფურცელში მითითებული დღეების რაოდენობით.
6.                   მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.
7.                    შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდიშვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამოშვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.
მუხლი 13. საშვებულებო ანაზღაურება
   დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდანთუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელი შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდანხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.
მუხლი 14. ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და მიცემის წესი
1. დასაქმებულს უფლება აქვსისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.
2. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებგარდა იმ შემთხვევისაროდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.
უხლი 15. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო.
1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობისმშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო  730  კალენდარული დღის ოდენობით.       
2. ორსულობისმშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღეხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში - 200 კალენდარული დღე.
3ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
მუხლი 16. შრომითი ურთიერთობის შეჩერების გაფორმება.
1.       საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 36-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული შრომითი ურთიერთობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.
2.    შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სკოლას  შეუძლია სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება.

თავი 9. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა / საბოლოო ანგარიშსწორება
მუხლი 17. დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.
1.       სკოლას შეუძლია დასაქმებულთან შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება შემდეგი საფუძვლებით:
ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;
ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;
დ) დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებითწერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;
ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება;
ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;
ზ)  სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისას;
თ) ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;
ი) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;
კ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 (ერთი) წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;
ლ) თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 21-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება;
მ)  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2.  შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი რეგულირდება საქართელოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 38-ე მუხლის შესაბამისად.
3. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღის.

თავი10. წახალისების  ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა;
მუხლი 18. წახალისების ფორმები
1. მუშაობაში მოპოვებული წარმატებისათვის, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისათვის, აგრეთვე განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის სამუშაოს  შესრულებისათვისხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის  და/ან საგანმანათლებლო პროცესში განსაკუთრებულად  თავის გამოჩენისათვის სკოლა უფლებამოსილია დასაქმებულთა მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები;
ა) სკოლის დირექტორის მიერ ბრძანებით მადლობის გამოცხადება;
ბ) საპატიო სიგელით დაჯილდოება;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) ერთჯერადი (ფულადი) პრემიის გაცემა;
ე) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვადაზე ადრე მოხსნა;
მუხლი 19. წახალისების გამოყენების წესი
1.                   დასაქმებულის წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი, რომელიც  ფორმდება დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.
2.                   დირექტორის მოადგილე უფლებამოსილია წერილობით მიმართოს სკოლის დირექტორს დასაქმებულის წახალისების მოთხოვნით.
3.                   დასაქმებულის მიმართ შეიძლება ერთდროულად გამოყენებული იქნეს წახალისების რამოდენიმე ფორმა.
მუხლი 20. დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის წარმოება.
1. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დასაქმებულს ეკისრება დისციპლინური სახდელი;
2. დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომაა:
ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
ბ) სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;
გ) სკოლისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;
დ) ზნეობრივ - ეთიკური ნორმების წინააღმდეგ დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი.
ე) დასაქმებულის ქმედება, რომელიც ლახავს სკოლის ავტორიტეტს;
ვ) შრომის დისციპლინის დარღვევა;
ზ) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის  დარღვევა.
თ) მოსწავლეზე ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლის წარმოება;
ი) მოსწავლის პირად ცხოვრებაში ჩარევა;
კ) კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევა;
ლ)  ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ სამუშაოზე გამოცხადება ან მათი სამუშაოზე მიღება;
სკოლისათვის შეგნებულად ან დაუდევრობით მატერიალური / ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;
სკოლის ტექნიკისა და აღჭურვილობის უნებართვოდ გამოყენება;
ო) პედაგოგისთვის შეუფერებელი სხვა საქმიანობა;
პ) სკოლაში თამბაქოს მოხმარება.
3. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის, დასაქმებულის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის სახეები:
ა)  წერილობითი გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ)ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება
ე) სამსახურიდან გათავისუფლება.
4. დისციპლინური სახდელის სახით წერილობითი გაფრთხილება გამოიყენება:
ა) ერთზე მეტი დაგვიანების ან გაკვეთილის გაუფრთხილებლად გაცდენის შემთხვევაში;
ბ)სკოლის დოკუმენტაციის(საკლასო ჟურნალი,კათედრის პორტფოლიო და სხვა)წარმოების წესის დარღვევა;
გ) სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების შემთხვევაში.
5. დისციპლინური სახდელის სახით  საყვედური გამოიყენება:
ა)წერილობითი გაფრთხილების შემდეგ დასაქმებულის მიერ იმავე სახისგადაცდომის ჩადენის შემთვევაში;
ბ) ხუთზე მეტი დაგვიანებისას ან ორზე მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის
ბ) მასწავლებლის ეთიკის ნორმების  დარღვევისათვის;
გ) განმეორებითი შემთხვევა – სკოლის დოკუმენტაციის (საკლასო ჟურნალი, კათედრის პორტფოლიო და სხვა ) წარმოების წესის დარღვევა;
დ)  სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების განმეორებითი შემთხვევა.
6. დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური გამოიყენება:
ა) სამი და მეტი შემთხვევა სკოლის დოკუმენტაციის (საკლასო ჟურნალი, კათედრის პორტფოლიო და სხვა ) წარმოების წესის დარღვევა;
ბ) მოსწავლეზე ემოციური ან ფსიქოლოგიური ზეწოლისათვის;
გ) მოსწავლის ან კოლეგის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის;
გ) გაკვეთილის შეგნებული ჩაშლისათვის;
დ)  სისტემატიური დაგვიანებისა და გაკვეთილების გაცდენისათვის;
ე)  უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის;
ვ)  სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების სამი და მეტი შემთხვევა.
7. დისციპლინური სახდელის სახით არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება გამოიყენება:
ა) სასტიკი საყვეურის მიღების შემდეგ ისეთი ქმედების ჩადენისათვის,რაც იმსახურებას  დისციპლინურ სახდელს;
ბ) სკოლის ქონების დაზიანების შემთხვევაში;
8.  დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენება:   
ა) მოსწავლის ან კოლეგის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის;
ბ) პედაგოგიური ეთიკის ნორმების უხეში დარღვევისათვის;
გ) სკოლისათვის მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის მიყენებისათვის;
დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის  შემთხვევაში;
ე) ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავების  შემდეგ დასაქმებულის მიერ იგივე სახის გადაცდომის ჩადენის შემთვევაში;
9.ამ მუხლის მე-2 პუნქტის,,მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება მოხდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 21დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდება.
1. დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდება:
დასაქმებულის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია მშობელსმოსწავლეთა თვითმართველობასსამეურვო საბჭოსპედაგოგიურ საბჭოს,   საგნობრივ კათედრებს და დირექტორს წერილობითი ფორმით (წარდგინებითდისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებრასაც თან უნდა ახლდეს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასაბუთება;
დასაბუთებაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემებიდასაქმებულის სახელი და გვარითანამდებობადისციპლინური გადაცდომის არსიმონაცემებირომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტსდასაბუთება შესაძლო დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე,  დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თარიღი;
) წინამდებარე შინაგანაწესის მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის ,,“, ,,“ და ,,“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების შეფარდების უფლება აქვს დირექტორსწინამდებარე შინაგანაწესის  მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის ,,“ და ,,“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი  თანამშრომელს შეეფარდება დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე დირექტორის მიერ;
დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი;
 დისციპლინური გადაცდომის ჩადენა დისციპლინური სახდელის გაქარწყლებამდე ან ვადაზე ადრე მოხსნამდე უკვე შეფარდებულ დისციპლინურ სახდელზე უფრო მძიმე დისციპლინური სახდელის გამოყენების საფუძველია;
ვ) დისციპლინური სახდელის დადებამდე დასაქმებულს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტებაახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში შედგენილ უნდა იქნეს აქტი, რომელიც  ხელმოწერილი იქნება დამსწრე პირთა მიერ;
დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს  ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმეშედეგებიგადაცდომის ჩადენის გარემოებები;
დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი  დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზე შეიტანება დასაქმებულის  პირად საქმეში;
დისციპლინარული გადაცდომის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, დისციპლინურ დევნას  წყვეტს სკოლის დირექტორი;
მუხლი 211 დისციპლინუ ცდომის ნხილვ მოსილი ნო
დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე უფლებამოსილია დისციპლინური კომიტეტი.
2. დისციპლინუ არმობის ყე
1. დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) მოსწავლის, მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის, შესაბამის სკოლაში დასაქმებული პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
ბ) დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, მასწავლებლის მიერ ისეთი ქმედების  ჩადენის  შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში  დისციპლინური წარმოება
იწყება:
ა) სკოლის სამეურვეო საბჭოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე; ბ) სკოლის დირექტორის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირები დისციპლინური წარმოების დაწყების მიზნით წერილობით მიმართავენ დისციპლინურ კომიტეტს.
3 . საქმის არემო მოვლ
1. დისციპლინური კომიტეტი ვალდებულია დისციპლინური წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
2.      დაინტერესებული             მხარე       ვალდებულია          კანონმდებლობით           დადგენილი          წესით         ითანამშრომლოს დისციპლინურ კომიტეტთან დისციპლინური წარმოებისას.
3. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე დისციპლინური კომიტეტი უფლებამოსილია:
ა) გამოითხოვოს დოკუმენტები;
ბ) შეაგროვოს ცნობები;
გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს;
დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა;
ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები;
ზ)   მტკიცებულებათა   შეგროვების,   გამოკვლევისა   და   შეფასების   მიზნით   მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
4.   მასწავლებელს   უფლება  აქვს დისციპლინური  დევნისას  ისარგებლონ   დუმილის  უფლებით.  დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მასწავლებელს დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.
5.       დისციპლინურ              წარმოებაში          მონაწილე         დაინტერესებულ             მხარეს         უფლება         აქვს          წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით.
6.  შუამდგომლობასთან  დაკავშირებით  დისციპლინური  კომიტეტი  დღის  ვადაში  იღებს  ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
4. დისციპლინური წარმოების მასალების ცნობის 
1. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს დისციპლინური წარმოების მასალებს, გარდა იმ მასალებისა, რომელიც შეიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საიდუმლო ინფორმაციას.
2. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს დისციპლინურ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების ასლები. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლო ინფორმაციის შემცველი საქმის მასალების ასლები გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 5. კვორუმი
1. დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი.
2. დისციპლინური  კომიტეტი  უფლებამოსილია  მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა.
6. დისციპლინუ ომიტტის მიერ ტილბის მიღე
1.  დისციპლინური  კომიტეტის  გადაწყვეტილება  მიღებულად ითვლება, თუ  მას მხარს  დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი.
2.      დისციპლინური              კომიტეტი           გადაწყვეტილებას            მასწავლებლისათვის             დისციპლინური        სახდელის დაკისრებაზე ან დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ იღებს მიმართვის წარდგენიდან 3 კვირის ვადაში.
3. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმით.
4. დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმში აისახება: დისციპლინური კომიტეტის დასახელება დისციპლინური კომიტეტის სხდომის ადგილი, თარიღი,  მისი დაწყების დრო, განხილვის საგანი სხდომის მიმდინარეობა, დისციპლინური კომიტეტის შემადგენლობა, დამსწრეთა ვინაობა, მათი პოზიციები, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი არგუმენტაცია, მათ მიერ  დაყენებული  შუამდგომლობების არსი და მათი განხილვის შედეგები, სხდომაზე მიწვეულ პირთა ვინაობა და მათ მიერ წარმოდგენილი ინფორაციები,  კენჭისყრის  შედეგები,  დისციპლინური  კომიტეტის  გადაწყვეტილების  შინაარსი,  სხდომის
დამთავრების დრო.
5. დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმს ხელს აწერენ დისციპლინური კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
6. მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ დისციპლინური კომიტეტის ოქმი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, ოქმის შედგენიდან 3 დღის ვადაში ეგზავნება სკოლის დირექტორს.
7. სწვლბლისთვის დისციპლინუ ხდლის აკისრესთ აკავშირებით ოლის დირექტოის მიერ ინდივიდულუ დმინისტრაციულ - ართლივი აქტის მოც
1. სკოლის დირექტორი უფლებამოსილია დისციპლინური კომიტეტის ამ წესის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ოქმის საფუძველზე გამოსცეს ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით, ოქმის მიღებიდან არაუმეტეს 4 დღის ვადაში.
2. იმ შემთხვევაში თუ სკოლის დირექტორი არ იზიარებს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორი ვალდებულია დისციპლინურ კომიტეტსა და დაინტერესებულ პირს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, წერილობითი ფორმით დაუსაბუთოს უარი მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე.
3. მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის  დაკისრებასთან  დაკავშირებით  სკოლის  დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, სკოლის დირექტორი    ვალდებულია    წერილობითი    ფორმით    განუმარტოს     მასწავლებელს     მის     მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი.
8. აჩივრე
1. სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორის უარი მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემაზე ან დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ საჩივრდება სამეურვეო საბჭოში, სააპელაციო კომიტეტში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრება არ იწვევს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტის მოქმედების შეჩერებას.
3. სამეურვეო საბჭო ან სააპელაციო კომიტეტი(ასეთის არსებობის  შემთხვევაში),  ამ  მუხლის  პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული   კოდექსის   XIII   თავით   ადმინისტრაციულ   საჩივართან   დაკავშირებით   დადგენილი
ადმინისტრაციული წარმოების ნორმებით.
9. დიციპლ წარმოები სპეციალ წეს
1. იმ შემთხვევაში თუ დისციპლინური კომიტეტი ამ ბრძანებით დადგენილი წესით მოწვეულ იქნება ორჯერ და არ შედგება კვორუმი ამ ბრძანების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია განიხილოს მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომის საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის გარემოებათა გამოკვლევისას სკოლის დირექტორი ხელმძღვანელობს ამ წესის მე-6 მუხლით დადგენილი წესით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სკოლის დირექტორი გადაწყვეტილებას მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე ან დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ იღებს მიმართვის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.

4. სკოლის დირექტორის მიერ მიღებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ წესის მე-15 მუხლით დადგენილი წესით.
10. დისციპლინუ ხდლის მობის ერიოდი
დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში მასწავლებლის მიმართ არ გამოიყენება წახალისების ფორმები. გამონაკლისი შეიძლება დადგინდეს სკოლის დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
11.  დიციპლ სახდელ მოქმები ვა  ვა რე მოხსნის წეს
1. დისციპლინური სახდელის (გარდა ამ წესის მე–20 მუხლის მე-8 პუნქტი გათვალისწინებული დისციპლინური სახდელისა) მოქმედების მაქსიმალური ვადაა 1 წელი. შესაბამისი დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადა განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ამ პუნქტით დადგენილ მაქსიმალურ ვადას.
2. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის წესი განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით.

3. დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ან დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ მასწავლებელს არ ჰქონია დაკისრებული დისციპლინური სახდელი.
12. დისციპლინუ არმობის ყების ნდზმულობის 
მასწავლებლის მიმართ დისციპლინური წარმოება  შეიძლება  დაიწყოს  დისციპლინური  გადაცდომის ჩადენიდან ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 წლისა.
მუხლი 22. დისციპლინური სახდელის შეფარდების დაუშვებლობა
1. დისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს გადაცდომის ჩადენის დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგხოლო რევიზიის ან საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების შედეგების მიხედვით არაუგვიანეს 2 წლისა მისი ჩადენის დღიდანამ ვადაში არ შედის სამსახურებრივი შემოწმებისა და სისხლის სამართლის საქმის წარმოების დრო;
2. ხანდაზმულობის ვადის დინება იწყება დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დღიდან და წყდება დისციპლინური წარმოების დაწყებისას.
3. დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრება დაუშვებელია შრომითი ურთიერთობის შეჩერების დროს.
მუხლი 23. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე  მოხსნა
1. დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადაზე ადრე იქნას მოხსნილითუ დასაქმებულმა არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა  და  სახდელის დადებიდან გასულია სულ მცირე 3 თვე მაინც;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესის გარდა დირექტორის მიერ  დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება მოიხსნას განსაკუთრებული დამსახურებისათვის;
3. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მშობელსმოსწავლეთა თვითმართველობასსამეურვო საბჭოსპედაგოგიურ საბჭოსსაგნობრივ კათედრებს და დირექტორს არგუმენტირებული წერილობითი ფორმით  (წარდგინებით);
4. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა შეიტანება დასაქმებულის პირად საქმეში;
5. თუ დასაქმებულს ერთი წლის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური  სახდელიიგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.
მუხლი 24.  მოსწავლის  ჩაცმულობის წესი და გარეგნული სახე:
1.    მოსწავლე უნდა იმოსებოდეს სადად, ასაკთან შესაფერისად. დაუშვებელია შეუფერებელიგამომწვევივულგარულიავანგარდული ან/და ექსცენტრული ჩაცმულობა.
2.    დაუშვებელია იმგვარი სამოსლის ტარებარომელზეც წერია შეურაცხმყოფელი გამონათქვამიგამოსახულია ვულგარული სურათი ან/და კარიკატურა.
3.    მოსწავლისათვის აკრძალულია მოკლე შარვლის ტარება.
4.    მოსწავლე მუდმივად უნდა იყოს მოწესრიგებული.
5.    მოსწავლისათვის აკრძალულია სკოლაში გამოცხადება შეღებილი თმით და „მაკიაჟით“.
მუხლი 25. მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის წარმოება
1.  მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება:
ა) სკოლის არასაპატიო მიზეზით გაცდენა;
ბ) დაგვიანება;
გ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;
დ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება;
ე) მასწავლებლის, მოსწავლის ან სხვა სკოლის თანამშრომლის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა;
ვ) სკოლის ქონების, შენობის შეგნებული დაზიანება;
ზ) მობილური ტელეფონით სარგებლობა, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
თ) მოსწავლის მიერ შინაგანაწესის 23–ე მუხლის დარღვევა.
2.მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში შემდეგი ნივთებით:
ა) თამბაქოს ნაწარმი;
ბ) ყველანაირი სახის იარაღი ან ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად;
გ) სანთებელა ან ასანთი;
დ) ალკოჰოლური საშუალებები;
ე) ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
ვ) ძვირადღირებული ნივთები, დიდი ოდენობით ფული;
ზ) აზარტული თამაშის საშუალებები;
თ) უხამსობის ამსახველი ნივთები;
ი) ნარკოტიკული საშუალებები;
კ) ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები;
ლ) ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.
3. მოსწავლესდისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის შეიძლება დაეკისროს შემდეგი დისციპლინური სახდელი:
) სიტყვიერი შენიშვნა;
) წერილობითი გაფრთხილება
გ) საყვედური;
გაკვეთილიდან გაძევება;
სკოლიდან დროებით დათხოვნა;
სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება;
საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლაში მოსწავლის დატოვება და დამატებითი დავალების მიცემამშობლის წინასწარი გაფრთხილებით;
)  მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა;
4. დისციპლინურ გადაცდომების კონტროლის მექანიზმები
1. გაცდენები
ა.  არეგულირებს ეროვნული სასწავლიო გეგმის 22-ე მუხლი და სასკოლო სასწავლო გეგმის მე–19 მუხლი.
ბ. მოსწავლე, რომელიც გააცდენს გაკვეთილებს ვალდებულია დაწეროს ახსნაგანმარტებითი  ბარათი კლასის დამრიგებლის ან დირექტორის  სახელზერომელშიც მიუთითებს  გაცდენის მიზეზს.
2. დაგვიანებები
ზარის დარეკვისას მოსწავლე უნდა იმყოფებოდეს საკლასო ოთახშიდაგვიანებული მოსწავლის  მეთვალყურეობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დღის მორიგე მასწავლებელსდაგვიანების შემთხვევაში ჟურნალში უნდა დაფიქსირდეს „არა“, დაგვიანებული მოსწავლე უნდა შევიდეს გაკვეთილზე.
დაგვიანების შემთხვევაში  მოსწავლეს დაეკისრება შემდეგი სახის  სახდელები:
ა) 5–10 აკადემიური საათის შემთხვევაში  მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა
ბ) 10–15 აკადემიური საათის შემთხვევაში მიეცეს წერილობითი შენიშვნა
გ) 15–20 აკადემიური საათის შემთხვევაში   საყვედური
დ) 20–25 აკადემიური საათის შემთხვევაში საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლაში მოსწავლის დატოვება და დამატებითი დავალების მიცემა, მშობლის წინასწარი გაფრთხილებით  ან
   სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება
ე) 25–ზე მეტი აკადემიური საათის შემთხვევაში მოსწავლის დათხოვნა საგაკვეთილო პროცესიდან გარკვეული დროით, მშობლისათვის წერილობითი შეტყობინებით
3. გაკვეთილის ჩაშლა
ა) გაკვეთილის ჩაშლის  პირველ მცდელობაზე ამოქმედდება  მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა ან  გაკვეთილიდან გაძევება
ბ) დარღვევის  განმეორების შემთხვევაში  მიეცეს წერილობითი შენიშვნა  ან გაკვეთილიდან გაძევება
გ) დარღვევის მესამედ განმეორების შემთხვევაში ამოქმედდება საყვედური  ან
საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლაში მოსწავლის დატოვება და დამატებითი დავალების მიცემა, მშობლის წინასწარი გაფრთხილებით  ან  გაკვეთილიდან გაძევება
დარღვევის მეოთხედ განმეორების შემთხვევაში  სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება
დარღვევის მეხუთედ განმეორების შემთხვევაში  მოსწავლის დათხოვნა საგაკვეთილო პროცესიდან გარკვეული დროით, მშობლისათვის წერილობითი შეტყობინებით
დარღვევის მეექვსედ განმეორების შემთხვევაში მოსწავლის გარიცხვა ან სპეციალიზებული პროფილის სკოლაში გადაყვანა 
4. გაკვეთილების თვითნებურად  დატოვება
) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვების პირველ მცდელობაზე მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა
) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვების მეორე მცდელობაზე წერილობითი შენიშვნა
) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვების მესამე მცდელობაზე საყვედური   
) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვების მეოთხე მცდელობაზე საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლაში მოსწავლის დატოვება და დამატებითი დავალების მიცემა, მშობლის წინასწარი გაფრთხილებით
) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვების მეხუთე მცდელობაზე სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება 
) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვების მეექვსე მცდელობაზე მოსწავლის დათხოვნა საგაკვეთილო პროცესიდან გარკვეული დროით, მშობლისათვის წერილობითი შეტყობინებით
) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვების მეშვიდე მცდელობაზე   მოსწავლის გარიცხვა
5. მასწავლებლისმოსწავლის ან სკოლის სხვა თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფა
დარღვევის პირველი ფაქტის დაფიქსირებისას წერილობითი შენიშვნა ან საყვედური  და მოხდება შეურაცხყოფილი პირის წინაშე ბოდიშის მოხდა;
დარღვევის განმეორებისას საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლაში მოსწავლის დატოვება და დამატებითი დავალების მიცემა, მშობლის წინასწარი გაფრთხილებით ან სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება  და მოხდება შეურაცხყოფილი პირის წინაშე ბოდიშის მოხდა.
დარღვევის მესამედ განმეორებისას მოსწავლის დათხოვნა საგაკვეთილო პროცესიდან გარკვეული დროით, მშობლისათვის წერილობითი შეტყობინებით და შეურაცხყოფილი პირის წინაშე საჯაროდ ბოდიშის მოხდა;
დარღვევის მეოთხედ განმეორებისას მოსწავლის გარიცხვა ან სპეციალიზებული პროფილის სკოლაში გადაყვანა 
6. მასწავლებლისმოსწავლის ან სკოლის სხვა თანამშრომლის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა
დარღვევის პირველივე ფაქტის დაფიქსირებისას წერილობითი შენიშვნა ან საყვედური
დარღვევის მეორე ფაქტის დაფიქსირებისას  მოსწავლის დათხოვნა საგაკვეთილო პროცესიდან გარკვეული დროით, მშობლისათვის წერილობითი შეტყობინებით.
დარღვევის მესამე ფაქტის დაფიქსირებისას  მოსწავლის გარიცხვა ან სპეციალიზებული პროფილის სკოლაში გადაყვანა .
7.  თამბაქოს მოხმარება სკოლის ტერიტორიაზე
დარღვევის პირველი ფაქტის დაფიქსირებისას  სიტყვიერი შენიშვნა.
ბ) დარღვევის მეორე ფაქტის დაფიქსირებისას  წერილობითი შენიშვნა .
დარღვევის მესამედ განმეორებისას საყვედური
დარღვევის  მეოთხედ განმეორებისას  საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლაში მოსწავლის დატოვება და დამატებითი დავალების მიცემა, მშობლის წინასწარი გაფრთხილებით .
დარღვევის  მეხუთედ განმეორებისას  სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება
 )  დარღვევის  მეექვსედ განმეორებისას  მოსწავლის გარიცხვა .
8. ბანქოს მოხმარება სკოლის ტერიტორიაზე
დარღვევის პირველი ფაქტის დაფიქსირებისას სიტყვიერი  შენიშვნა .
ბ) დარღვევის მეორე ფაქტის დაფიქსირებისას  წერილობითი შენიშვნა ან საყვედური .
დარღვევის მესამედ განმეორებისას   საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლაში მოსწავლის დატოვება და დამატებითი დავალების მიცემა, მშობლის წინასწარი გაფრთხილებით .
დარღვევის  მეოთხედ განმეორებისას  სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება
დარღვევის  მეხუთედ განმეორებისას  მოსწავლის გარიცხვა .
11. იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ქონა
დარღვევის პირველი შემთხვევისას   საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლაში მოსწავლის დატოვება და დამატებითი დავალების მიცემა, მშობლის წინასწარი გაფრთხილებით
 ბ) მეორე ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში  მოსწავლის გარიცხვა  ან სპეციალიზებული პროფილის სკოლაში გადაყვანა  .
12. ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება და ვაჭრობა
პირველივე ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში  მოსწავლის გარიცხვა  ან სპეციალიზებული პროფილის სკოლაში გადაყვანა  .
13. მობილური ტელეფონითა და სხვა ტექნიკური საშუალებებით არასასწავლო მიზნებით სარგებლობა სასწავლო პროცესის დროს
დარღვევის პირველი ფაქტის დაფიქსირებისას სიტყვიერი  შენიშვნა .
ბ) დარღვევის მეორე ფაქტის დაფიქსირებისას წერილობითი შენიშვნა ან საყვედური .
დარღვევის მესამედ განმეორებისას  საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლაში მოსწავლის დატოვება და დამატებითი დავალების მიცემა, მშობლის წინასწარი გაფრთხილებით .
დარღვევის  მეოთხედ განმეორებისას სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება.
დარღვევის  მეხუთედ განმეორებისას მოსწავლის გარიცხვა.
14. წინამდებარე  შინაგანაწესის 25-ე მუხლის მე-2  პუნქტით  გათვალისწინებული  დისციპლინური სხვა დარღვევები
დარღვევის პირველი ფაქტის დაფიქსირებისას სიტყვიერი გაფრთხილება/შენიშვნა.
ბ) დარღვევის მეორე ფაქტის დაფიქსირებისას წერილობითი შენიშვნა/საყვედური.
დარღვევის მესამედ განმეორებისას საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლაში მოსწავლის დატოვება და დამატებითი დავალების მიცემა, მშობლის წინასწარი გაფრთხილებით .
დარღვევის  მეოთხედ განმეორებისას სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება .
დარღვევის  მეხუთედ განმეორებისას მოსწავლის გარიცხვა .
5შინაგანაწესის სისტემატიური დარღვევა იწვევს მოსწავლის სტატუსის შეჩერებას.
6. მოსწავლის სტატუსის აღდგენა ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის ბრძანება №05/ის შესაბამისად.
 7.დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენებარომელიც ლახავს მოსწავლის    პატივსა და ღირსებასსაფრთხეს უქმნის მოსწავლის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
მუხლი 26.  მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდება:
1.       მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდება:
მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდების საკითხის დაყენება შეუძლია დამრიგებელს, მასწავლებელს, მოსწავლეთა თვითმართველობასსამეურვო საბჭოსპედაგოგიურ საბჭოსსაგნობრივ კათედრებსსკოლის მანდატურს და დირექტორს წერილობითი ფორმით (წარდგინებითდისციპლინური სახდელის შეფარდების შესახებრასაც თან უნდა ახლდეს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასაბუთება;
დასაბუთებაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემებიმოსწავლის სახელი და გვარიასაკიკლასიდისციპლინური გადაცდომის არსიმონაცემებირომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტსდასაბუთება შესაძლო დისციპლინური სახდელის შეფარდების თაობაზედისციპლინური გადაცდომის ჩადენის თარიღი;
წინამდებარე შინაგანაწესის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,“ და ,,“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების შეფარდების უფლება აქვს მასწავლებელს;
წინამდებარე შინაგანაწესის 25-ე მუხლის მესამე  პუნქტის ,,“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის შეფარდების უფლება აქვს მასწავლებელს დირექტორთან შეთანხმებითაღნიშნული სახდელის განხორციელებისას მასწავლებელი/დირექტორი ვალდებულია წინასწარ გააფრთხილოს მშობელ;
წინამდებარე შინაგანაწესის 25-ე მუხლის მესამე  პუნქტის ,,“, ,,,,,“ და ,,“ (5 დღემდე სკოლიდან დათხოვნა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების შეფარდების უფლება აქვს დირექტორსწინამდებარე შინაგანაწესის  25-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,“ (5-10 დღემდე სკოლიდან დათხოვნა), ,,“ და ,,“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი მოსწავლეს შეეფარდება დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე დირექტორის მიერ;
ვ) დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა.
დისციპლინური სახდელი გამოიყენება გადაცდომის გამოვლენისთანავემაგრამ არაუგვიანეს 3 თვისა მისი გამოვლენის დღიდანდისციპლინური სახდელი არ შეიძლება გამოყენებული იქნეს გადაცდომის ჩადენის დღიდან 3 თვის გასვლის შემდეგ.
დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი;
მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების,  აგრეთვე დისციპლინური დევნის დაწყების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მის მშობელსმოსწავლეს უფლება აქვს მასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტისას მშობელთან ერთად წარდგეს.
დისციპლინური სახდელის დადებამდე მოსწავლესმისი მშობლის თანდასწრებითუნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. ახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში შედგენილ იქნება აქტი, რომელიც ხელმოწერილი უნდა იყოს დამსწრეთა მიერ.
დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს  ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმეშედეგებიაგრეთვე ჩადენის გარემოებები;
2მასწავლებლის მიერ წინამდებარე შინაგანაწესის 25-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის შეფარდების შემთხვევაში მასწავლებელი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე  დაუყოვნებლივ აცნობოს სკოლის დირექტორსმოსწავლე დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს დირექტორთანდირექტორი მოსწავლის მშობელს აცნობებს მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების ფაქტსა და მიზეზებსმესამეჯერ დაშვებული გადაცდომის შემთხვევაშიმასწავლებელი წერილობით მიმართავს სკოლის დირექტორსუხსნის გადაცდომის არსს და სთხოვს გამოყენებულ იქნას სხვა დისციპლინური ზომა.
3მოსწავლისთვის სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრებისას უნდა განისაზღვროსსასარგებლო საქმიანობის შინაარსიმისი განხორციელების წესი და პირობებისასარგებლო საქმიანობის განხორციელების ადგილი სკოლის ტერიტორიის ფარგლებშიმისი ხანგრძლივობარომელიც დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1 საათსსაბაზო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 2 საათს და საშუალო საფეხურის მოსწავლისათვის – დღეში 3 საათსუფლებამოსილი პირის ვინაობარომელიც უშუალო ზედამხედველობას გაუწევს მოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებასსკოლისათვის სასარგებლო საქმიანობა მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს მშობლის თანხმობითმოსწავლის მიერ სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება სკოლის ადმინისტრაციას.
4. გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სამეურვეო საბჭოში.
მუხლი 27 მოსწავლისათვის დისციპლინური სახდელის მოხსნადისციპლინური სამართალწარმოების ვადები:
1.    მოსწავლეს დისციპლინური სახდელი ვადაზე ადრე შეიძლება  მოეხსნას:
თუ მოსწავლემ არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა, გამოირჩევა სანიმუშო ქცევით, გარკვეული მიღწევები და სახდელის დადებიდან გასულია სულ მცირე 1 თვე მაინც;
ამ მუხლის ,,“ პუნქტით განსაზღვრული ნებისმიერი საფუძვლებით, დირექტორის მიერ დისციპლინური სახდელი 1 თვეზე ადრეც.
2. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის საკითხის დაყენება შეუძლია მასწავლებელს, მოსწავლეთა თვითმმართველობასსამეურვო საბჭოსპედაგოგიურ საბჭოს,  საგნობრივ კათედრებსკლასის დამრიგებელს და დირექტორს არგუმენტირებული წერილობითი ფორმით  (წარდგინებით);
3. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა შეიტანება მოსწავლის პირად საქმეში;
4. თუ მოსწავლეს 6 თვის ვადაში არ შეეფარდა ახალი დისციპლინური  სახდელიიგი ითვლება დისციპლინური პასუხისმგებლობის არმქონედ.

თავი 101ბავშვის ძალადობასთან დაკავშირებული შიდა წესი
მუხლი 271ბავშვის ძალადობასთან დაკავშირებული შიდა წესი რეგულირების სფერო
 ბავშვის ძალადობასთან დაკავშირებული შიდა წესი (შემდგომში - წესიარეგულირებს ოჯახში და მის გარეთ  ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისაგან დაცვის მიზნითბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, სსიპ ქ.გორის #11 საჯარო სკოლის ეფექტური და სწრაფი რეაგირების მექანიზმებსასევე განსაზღვრავს საქართველოში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირებისკოორდინირებული და ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებაში სკოლის მონაწილეობის წესს.
მუხლი 272. წესის სამართლებრივი საფუძვლები
ამ წესის სამართლებრივი საფუძვლებიასაქართველოს კონსტიტუციასაქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებებიმათ შორისგაეროს კონვენცია ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებსაქართველოს სამოქალაქო კოდექსისოციალური დახმარების შესახებ საქართველოს კანონიპოლიციის შესახებ საქართველოს კანონიოჯახში ძალადობის აღკვეთისოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონიბავშვთა კეთილდღეობის 2008-2011 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 10 დეკემბრის 869 განკარგულება, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 31 მაისის N152/ნ-N496-N45/ნ ბრძანება (შემდგომში - ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირებისპროცედურებიდა სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტები.
მუხლი 273. სკოლის უფლებამოსილებები
1. ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისაგან დაცვის მიზნით სკოლა:
ვალდებულია გამოავლინოს ბავშვზე ძალადობის შემთხვევა;
 უფლებამოსილია ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ადგილზე გაანალიზოს შემთხვევა და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს პოლიციისა თუ სსიპ  სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტოინფორმირება;
)  სააგენტოსთან თანამშრომლობით განახორციელოს ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა.
2. სკოლა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას ხელმძღვანელობს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირებისპროცედურებისა და ამ წესის შესაბამისად.
მუხლი 274.  ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირებისპროცედურებისა და ამ წესის დაცვაზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნა
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირებისპროცედურებისა და ამ წესის დაცვის მიზნითსკოლის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირებისპროცედურებისა და ამ წესის დაცვაზე პასუხისმგებელ პირს (შემდგომში - პასუხისმგებელი პირი), რომელიც  უნდა იყოს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური (შემდგომში - მანდატური), ხოლო მანდატურის არარსებობის შემთხვევაში სკოლის დირექტორი/დირექტორის მოადგილე.
მუხლი 275ბავშვზე ძალადობის  ეჭვი
1. ბავშვზე ძალადობის ეჭვის წყარო შეიძლება იყოს ქვემოთ ჩამოთვლილ ფაქტორთაგან ერთ-ერთი:
ბავშვზე სხეულის დაზიანებების ნიშნების არსებობა (სილურჯეებიახალი ჭრილობებიახალი ნაკაწრებიახალი იარებიგაძნელებული სიარულიშეშუპებული სხეულის ნაწილებიმოტეხილობები);
ბავშვის საეჭვო ქცევა (ბავშვი აღგზნებულიადათრგუნულიააქვს შიშებიარ უნდა სკოლაში სიარულიარარეგულარულად დადის სკოლაშიარ სწავლობსმოუვლელიაარ უნდა სახლში დაბრუნებაასაკის შეუფერებლად სექსუალურიააქვს სექსის შესახებ ასაკისთვის შეუფერებელი ცოდნარადიკალურად შეეცვალა ხასიათივერ ხსნის ტრავმის მიზეზებს).
2. ბავშვზე ძალადობის  ეჭვი ითვლება საფუძვლიანად შემდეგ შემთხვევებში:
ბავშვზე სხეულის დაზიანების არსებობისას წარმოებული გამოკითხვის შედეგად სახეზეა დამატებითი ფაქტორიბავშვის განცხადებარომ მასზე ხორციელდება ან განხორციელდა ძალადობა;
ბავშვზე სხეულის დაზიანების არსებობისას წარმოებული გამოკითხვის შედეგად სახეზეა დამატებითი ფაქტორიმოწმის განცხადებარომ იგი შეესწრო ძალადობის ფაქტს;
ბავშვზე სხეულის დაზიანების არსებობისას წარმოებული გამოკითხვის შედეგად სახეზეა დამატებითი ფაქტორიმშობლის არაადეკვატური ქცევაროგორიცაა:
.ბავშვის ტრავმის სიმძიმე არ შეესაბამება ტრავმის მიღების შესახებ მშობლის მონათხრობს;
.მშობლის მონათხრობის დეტალები მუდმივად იცვლება;
.მშობელი არაადეკვატურად რეაგირებს ბავშვის ტრავმაზე  ტრავმას აფასებს უფრო მსუბუქადვიდრე არის;
.ტრავმის მიზეზის ახსნა არ ხდება;
ბავშვის საეჭვო ქცევის არსებობისას წარმოებული გამოკითხვის შედეგად სახეზეა დამატებითი ფაქტორიბავშვის განცხადებარომ მასზე ხორციელდება ან განხორციელდა ძალადობა;
ბავშვის საეჭვო ქცევის არსებობისას წარმოებული გამოკითხვის შედეგად სახეზეა დამატებითი ფაქტორიმოწმის განცხადებარომ იგი შეესწრო ძალადობის ფაქტს;
ბავშვის განცხადებარომ მასზე ხორციელდება ან განხორციელდა ძალადობა;
მოწმის განცხადებარომ იგი შეესწრო ძალადობის ფაქტს.
მუხლი 276. ბავშვზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენა
1. სკოლაში დასაქმებული  ყველა თანამშრომელიბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაშივალდებულია მიმართოს პასუხისმგებელ პირს.
2. პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:
ინფორმაცია ბავშვზე ძალადობის ეჭვის შესახებგადაუდებელი მდგომარეობის შემთხვევაშიდაუყოვნებლივ აცნობო პოლიციას, სსიპ ქ.გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრსსსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურსა  საჭიროების შემთხვევაში გამოიძახო სასწრაფო დახმარებახოლო ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის არსებობისასეჭვის გაჩენიდან არაუგვიანეს 18 საათისა შეავსო სააგენტოსათვის მიმართვის ბარათირომელიც ეგზავნება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს ფოსტით ან ფაქსით;
ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ინფორმაცია მიაწოდოს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი მოსწავლის კლასის დამრიგებელს;
ბავშვზე ძალადობის ეჭვის შესახებ ინფორმაციაამ მუხლის ,,“ და ,,“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების გარდამიაწოდოს სკოლის დირექტორსიმ შემთხვევაში თუ პასუხისმგებელი პირი მანდატურიასკოლის დირექტორის მოადგილეა;
დ)ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას სააგენტოსთვის მიმართვის ბარათის გაგზავნამდე, აღნიშნული ფაქტის თაობაზე წერილობით აცნობოს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, იმ შემთხვევაში თუ პასუხისმგებელი პირი მანდატურია:
 ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ადგილზე მოახდინო ბავშვის ძალადობასთან დაკავშირებული გადაუდებელი მდგომარეობისა და ბავშვზე განხორციელებული ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის იდენტიფიკაცია და აწარმოო შემთხვევის მართვა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირებისპროცედურებისა და ამ წესით განსაზღვრული კომპეტენციების ფარგლებში;
ვ) აწარმოოს გამოკითხვა, რათა დადგინდეს, საფუძვლიანია თუ არა ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ეჭვი.
მუხლი 277ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა
1. სკოლა ვალდებულია ჩაერთოს სააგენტოს მიერ ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით პასუხისმგებელი პირი ვალდებულია:
სააგენტოსთან შეთანხმებით თვალყური ადევნოს ბავშვის მდგომარეობას და სააგენტოსთან შეთანხმებული პერიოდულობით წერილობით მიაწოდოს სააგენტოს სოციალურ მუშაკს ანგარიში ბავშვის მიმდინარე მდგომარეობის შესახებსოციალურ მუშაკთან შეთანხმებით აღნიშნული ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციასბავშვის დასწრებაბავშვის ქცევა (განსაკუთრებით უჩვეულო ქცევა); აკადემიური მოსწრებაბავშვის ფიზიკური მდგომარეობასასკოლო/სააღმზრდელო აქტივობებში ჩართულობის ხარისხი;
მოძალადის მიერ ბავშვთან კავშირის დამყარების მცდელობის შესახებ აცნობოს პოლიციასიმ შემთხვევაშითუ ბავშვის დაცვის მიზნით გამოწერილია შემაკავებელი ან დამცავი ორდერი და სკოლა გახდა მოძალადის მიერ ბავშვთან კავშირის დამყარების მცდელობის მოწმე.
მუხლი 278. ინფორმაციის კონფიდენციალურობა
ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ვინაობისმისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირებისპროცედურებში ჩართული შესაბამის უფლებამოსილ თანამშრომლებს შორის სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების მიზნითინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ბავშვის მშობლისთვის/მშობლებისთვისთუ მათ არ აქვთ შეზღუდული ან ჩამორთმეული მშობლის უფლებაასევე ბავშვის მეურვისთვის/მზრუნველისთვის
თავი 11. სკოლაში ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობები
მუხლი 28. მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვა
1. სკოლაში პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან.
2. სკოლაში ბავშვის ჩასარიცხად მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
ბ) მოსწავლის ორი ფოტოსურათი (3X4);
გ) მოსწავლის ფოტოსურათი დისკზე;
დ) დაბადების მოწმობის  სანოტაროდ დამოწმებული ასლი;
ე) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;
ვ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
ზ) სსსმ მოსწავლის ჯანმრთელობის ცნობა.
3. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას იხსნება მოსწავლის პირადი საქმე.
4. საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების“ შესახებ N193/ნ  ბრძანების შესაბამისად მოსწავლის სხვა საგანმანათებლო დაწესებულებიდან მობილობის შემთხვევაში წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
ბ) მოსწავლის პირადი საქმე;
გ) მიმდინარე შეფასება;
ე) ცნობა საგნების მიხედვით გაცდენილი საათების შესახებ;
ვ) ბრძანების ასლი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ამორიცხვის შესახებ;
ზ) დაბადების მოწმობის  სანოტაროდ დამოწმებული ასლი;
თ) სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ან მისი ტერიტორიული სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის, ან ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისათვის პირადი ნომრის მინიჭება;
ი) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
კ) სსსმ მოსწავლის გადმოსვლის შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი ჯამრთელობის ცნობა.
5. პირველ კლასელთა პარალელურ კლასებში განაწილება ხდება შემთხვევითი შერჩევით. 
6. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა ხდება დირექტორის ინდივიდუალურ- ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი  წესით.
7.   მოსწავლეს შეიძლება, უარი ეთქვას სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს სკოლაში მისაღებ მოსწავლეთა ადგილების ოდენობას.
8.  სკოლა უფლებამოსილია მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა.
9. დასაშვებია მოსწავლის პარალელურ კლასში გადასვლა. ამ საკითხს მშობლის განცხადების საფუძველზე წყვეტს დირექტორი.
                                              თავი 12. მოსწავლის პირადი გასინჯვა
მუხლი 29. პირადი გასინჯვა
1.                   პირადი გასინჯვა – მოქმედებარომლის მიზანია დისციპლინური გადაცდომის იარაღისიმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვიადისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობისაგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტისრომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევადაღმოჩენა და ამოღება სკოლაში სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ან მანდატურის მიერ სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით 
2.                   მოსწავლის პირადი გასინჯვა შეუძლია მხოლოდ სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ საამისოდ უფლებამოსილ პირს ან მანდატურს სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით.
3.                   დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური პირადი გასინჯვა.
4.                   პირად გასინჯვას წინ უნდა უსწრებდეს სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის ან მანდატურის მიერ მოსწავლის გაფრთხილება პირადი გასინჯვის შესახებ.
5.                   დაუშვებელია მოსწავლის პირადი გასინჯვაგარდა იმ შემთხვევისაროდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდირომ პირადი გასინჯვის შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომა.
თავი 13. სიცოცხლისჯანმრთელობისშრომის  პირობების დაცვასთან  დაკავშირებული  ზოგადი ინსტრუქციები.
მუხლი 30. შრომის დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო  უსაფრთხოების ზოგადი ინსტრუქციები
1.       სკოლა ვალდებულია  თანამშრომლებს შეუქმნას შრომის ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო-პირობებიშეასრულოს შრომის დაცვის წესები. განახორციელოს ღონისძიებები უსაფრთხოების ტექნიკისა და სანიარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის სფეროში.
2.        სკოლის ადმინისტრაცია პასუხისმგებელია მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯამრთელობისათვის, სასწავლებელში მათი ყოფნისა და სასწავლებლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს.
3.       სკოლა ვალდებულია დაიცვას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 20 აპრილის ,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ N28/ნ ბრძანება. 
4. დასაქმებული ვალდებულია:)დაიცვას შინაგანაწესის პირობები;)შეასრულოს სკოლის დირექციის მითითებები
გაუფრთხილდეს მასზე  მინდობილ დაწესებულების ქონებასდაზიანების ან დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგინოს სკოლის დირექტორს მოხსენებითი ბარათი აღნიშნული ფაქტის შესახებწინააღმდეგ შემთხვევაში მასზე მინდობილი ქონების დაკარგვის შემთხვევაში თანამშრომელი პასუხს აგებს საკუთარი ქონებით;კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი;წესრიგში იქონიოს თავისი სამუშაო ადგილიდაიცვას სისუფთავე და სიმშვიდე დაწესებულებაში;იყოს კოლეგიალურითავაზიანიკორექტული თანამშრომლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან;
5. დასაქმებულების, მოსწავლეების, მშობლებისა და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი პირებისათვის შესასრულებლად სავალდებულოა  ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და შრომის პირობების დაცვის წესები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს შრომის კოდექსით და  სხვა ნორმატიული აქტებით.
6. სკოლაში  წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმებია:
ა) მანდატურის თანამშრომელი, ვიდეოკამერები ეზოსა და ყველა სართულზე;
ბ) თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული  ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;
გ) ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული ევაკუაციის გეგმა.
თავი 14. განცხადების / საჩივრის განხილვა
მუხლი 31.  განცხადების / საჩივრის განხილვის წესი              
1.             სკოლაში შემოსული სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა განცხადება/საჩივარი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დადგენილი წესით.
2.     სკოლაში შემოსულ განცხადებაზე სკოლის დირექცია რეაგირებას ახდენს საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად.
3. სკოლაში შემოსულ საჩივარზე სკოლის დირექცია რეაგირებას ახდენს საქართველოს განათლებისა დამეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლების წესდების დამტკიცების შესახებ“ #448 ბრძანების შესაბამისად.
4. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.
თავი 15. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 32. შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა:
1.  შინაგანაწესს  სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეურვეო საბჭო.
2.    შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა მოსწავლეებისათვის, სკოლაში დასაქმებული და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირისათვის.
3.    შინაგანაწესის გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.     დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს და აღნიშნული დაადასტუროს საკუთარი ხელმოწერით.
5.    შინაგანაწესში შესატანი ცვლილებები  განსახილველად და დასამტკიცებლად წარედგინება სამეურვეო საბჭოს.
სსიპ  ქალაქ გორის #11 საჯარო სკოლის

 დირექტორი:                                                                                              /თამარ სამსონაშვილი/

Комментариев нет:

Отправить комментарий